სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ჩემი ყველაზე დიდი წარმატება მოსწავლეების სიყვარულია“ - ზესტაფონის მომავლის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიო ოდიკაძე
20-03-2024
-
+


ზესტაფონის მომავლის სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელ სოფიო ოდიკაძეს თავისი პროფესია განსაკუთრებულად უყვარს. სწორედ ეს სიყვარული და თითოეული მოსწავლის მიმართ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აძლევს სტიმულს, რომ საგაკვეთილო პროცესი რაც შეიძლება მრავალფეროვანი გახადოს. პედაგოგი ცდილობს, მოსწავლეთათვის, პირველ რიგში, მეგობარი იყოს და შემდგომ მასწავლებელი. სწორედ ამიტომ ბავშვებისგან უდიდეს სიყვარულს იღებს.

ინგლისური ენის მასწავლებელი სოფიო ოდიკაძიე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს.



- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ბავშვებისა და პროფესიის სიყვარული, ერთგულება, რომ ბავშვი გენდობოდეს და ყოველთვის გრძნობდეს კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას მის მიმართ.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- დისციპლინა ჩემთვის არ ნიშნავს, რომ კლასში „ბუზის გაფრენის“ ხმა ისმოდეს. ჩემთვის ეს არის მასწავლებლის მართული საინტერესო საგაკვეთილო პროცესი, რომელიც ისეთი მრავალფეროვანი აქტივობებით არის დატვირთული, რომ მოსწავლე მაქსიმალურად არის ჩართული მასში და იგრძნობა ჰარმონიული ურთიერთობა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- არ მახსენდება რაიმე კონკრეტული ფრაზა.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ვფიქრობ, პროფესია სწორად მაქვს არჩეული ამიტომ აბიტურიენტი რომ ვიყო ისევ ამ მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ჩემი მხრიდან ცოტა რთულია, თუმცა ვცდილობ, პირველ რიგში, ვიყო მათი მეგობარი და შემდეგ მასწავლებელი და ვფიქრობ გამომდის კიდეც.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ყველაზე დიდი წარმატება მოსწავლეების სიყვარულია ალბათ ნებისმიერი მასწავლებლისთვის,მათი პატივისცემა და საგნის მიმართ გამოხატული ინტერესი ამ შეკითხვის პასუხია ჩემთვის.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მოსწავლეობისას დაინტერესებული ვიყავი უცხოენებით, განსაკუთრებით მიყვარდა ინგლისური ენა. ესს სიყვარული და ინტერესი აისახა ჩემს პროფესიაზეც.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება