| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის თითოეული თანამშრომელი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავს. მათ შორის, ერთ-ერთი დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძეა.
მისი ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოებას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. ამჯერად, მან სხვადასხვა საკითხზე საკუთარი აზრი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში დააფიქსირა.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- ობიექტურობა, სიმშვიდე, მიზანდასახულობა.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- მოწესრიგებულ მშვიდ გარემოს, ორგანიზებულ გაკვეთილს, გამარჯვებულ მოსწავლეებს.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- მიყვარხართ.
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- ჩავაბარებდი გეოლოგიურზე, რადგან ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დამანახა ამის აუცილებლობა.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- გაწონასწორებული, დახვეწილი, ჰუმანური.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- ასაკში მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარება (პირველ გასვლაზე ორი გამოცდა)
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- საბუნებისმეტყველო საგნები, მხატვრული კითხვა, თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობის მიღება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას