| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა საკუთარი საქმის ნამდვილი პროფესიონალი, სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია. ის უზრუნველყოფს, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემო იყოს და ამისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს.
რასაკვირველია, მისი აზრი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს.
- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...
- უყვარდეს ბავშვები, უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის და იყოს თანამედროვე.
- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...
- გარემოს, სადაც იდეალური პირობებია სწავლა-სწავლებისათვის.
- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...
- „არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს.“
- აბიტურიენტი რომ ვიყო...
- აუცილებლად ჩავაბარებდი ფსიქოლოგიურზე.
- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...
- არის მიზანსწრაფული, ენერგიული, ინოვატორი, ძლიერი ქალი, დედა, ლიდერი.
- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...
- რესპუბლიკის მასშტაბით, პირველი ადგილი მოვიპოვე საქართველოს მასწავლებელთა პროფკავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „საუკეთესო გაკვეთილის ქართულ ენისა და ლიტერატურის დაგეგმვა-ჩატარებისათვის.“
- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...
- თავისუფალი თემების წერა, საინტერესო წიგნების კითხვა და ქართული ნაციონალურ ცეკვებში სოლოს წარმატებით შესრულება.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას