სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მასწავლებლად იბადები, სხვა შემთხვევაში ვერ შეიგრძნობ იმ საოცარ ემოციებს, რაც ამ პროფესიას ახლავს თან “ - გორელოვკის N3 სკოლის პედაგოგი თამარ გორგაძე
20-03-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი თამარ გორგაძე პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს. მისთვის მოსწავლეთა სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ცდილობს კლასში დადებითი ატმოსფეროს შექმნას. ის, ბავშვებისგან სიყვარულის გამომხატველ წერილებს ხშირად იღებს, რაც დიდ მოტივაციას აძლევს. 

 თამარ გორგაძე etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- ტოლერანტობა, პატრიოტიზმი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია იყოს „ადამიანი“, რადგან აღზარდოს „ადამიანები“

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- დისციპლინა ნიშნავს, ურთიერთპატივისცემას (რაც თავის თავში მოიაზრებს, როგორც ერთმანეთის მოსმენას, ასევე დახმარებას და სხვა რიგ საკითხებს.) როცა კლასში ურთიერთპატივისცემაა იქ სიყვარულიც სუფევს და როცა მოსწავლეებს მასწავლებლის პატივისცემა აქვს გულში ის არასდროს მოვა მოუმზადებელი, ამასთანავე, არასდროს გადაუხვევს პოზიტიურ ქცევას. ამრიგად ყალიბდება კეთილგანწყობილი ატმოსფეროც.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „თქვენ ხართ იდეალურები, თქვენ ხართ მომავალი, თქვენ მეტი შეგიძლიათ!“

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- აბიტურიენტი რომ ვიყო, ისევ ავირჩევდი მასწავლებლობას! მასწავლებლობა, ეს არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის პროცესი, სადაც მუდამ სწავლობ რაიმე ახალს, სადაც მუდამ სიყვარულით სავსე თვალებით შემოგყურებენ. საუკეთესო გრძნობაა, როცა გრძნობ რომ მათი მოტივატორი ხარ, თუმცა მასწავლებლად იბადები, სხვა შემთხვევაში ვერ შეიგრძნობ იმ საოცარ ემოციებს რაც თან ახლავს მასწავლებლობას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ვფიქრობ, არა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მოსწავლეებს ძალიან ვუყვარვარ. ხშირად ვიღებ მათგან „სასიყვარულო“ წერილებს, სადაც უამრავი ლამაზი სიტყვით მამკობენ. არ ვიცი იმ პატარა გულებში ამხელა სიყვარული როგორ ეტევა.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- ჩემთვის ყოველი დღე წარმატებაა, როცა ჩემი მოსწავლის პროგრესს ვუყურებ!

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- მოსწავლე რომ ვიყავი განსაკუთრებით მაინტერესებდა მასწავლებლის დამოკიდებულება იმ საკითხებისადმი, რაზეც ყოველდღიურად ვფიქრობდი. ამიტომ ჩვენ (მე და ჩემს მოსწავლეებს) გვაქვს ხოლმე დრო სადაც განვიხილავთ კლასსგარეშე საკითხებს, რაც მათ ყოველდღიურ დილემას წარმოადგენს. ძირითადად ეს მაღალ კლასებში ხდება, თუმცა არანაკლებ საჭიროა დაწყებითებშიც.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება