სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დისციპლინა ნიშნავს, მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნას“- ზურაბ მეზვრიშვილი, ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორი
19-03-2024
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხელის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ მეზვრიშვილი მომავალი თაობების აღზრდა-განათლების კეთილშობილურ საქმეს გულანთებული ემსახურება. თვლის, რომ სწორედ პროფესიის და ბავშვების სიყვარულია, ის აუცილებელი თვისება, რაც მასწავლებელს უნდა ჰქონდეს. პედაგოგიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილებითა და მოსწავლეთა წარმატებებით განსაკუთრებულად ამაყობს. სკოლის კეთილდღეობაზე დაუღალავად ზრუნავს, ურთიერთპატივისცემაზე აგებული, კეთილგანწყობილი ატმოსფერო კი მის სკოლას მოსწავლე-მასწავლებლებისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. 

ზურაბ მეზვრიშვილი etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- პროფესიის სიყვარული, ბავშვების სიყვარული და ჰუმანურობა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნას და ურთიერთპატივისცემას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- ძალიან კარგი.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ყველა საგანს ვისწავლი შეძლებისდაგვარად, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ საგნებს, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე მჭირდება.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- კეთილი, მზრუნველი, ბავშვების მოყვარული, სამართლიანი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- პედაგოგიური მოღვაწეობის 30-წლიანი გამოცდილება და ჩემი მოსწავლეების მიღწევები ოლიმპიადებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ქართული ლიტერატურა და საქართველოს ისტორია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება