სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
28-05-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაზე ბიზნესისა და ეკონომიკის, ირანისტიკის, მედიცინის, მევენახეობა-მეღვინეობის, ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლისა და მომავალ სტუდენტთა სექციები მუშაობდა.

რიგით მეექვსე კონფერენციაზე სხვადასხვა უნივერსიტეტის 380 ქართველი და უცხოელი სტუდენტი გამოვიდა მოხსენებით. მათ აუდიტორიის წინაშე 274 მოხსენება წარადგინეს.

კონფერენცია პლენარული სხდომით გაიხსნა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი კახაბერ კორძაია აუდიტორიაში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: 

„საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციების ჩატარება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სტუდენტთა კონფერენციებს. ახალგაზრდობის ჩართვა მეცნიერებაში სტუდენტობიდან უნდა მოხდეს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ეს ტრადიციად იქცა და მეექვსედ ვატარებთ სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციას. ძალიან მაღალი დონის ნაშრომები იყო წარმოდგენილი. გადაწყვეტილი გვქონდა, ბევრი ნაშრომი დაგვეწუნებინა, მაგრამ ვერ შევძელით. სექციების რაოდენობა გავზარდეთ, რომ ყველა მომხსენებლის მოსმენა შეგვძლებოდა და თქვენც ატყობთ, როგორი საზეიმო განწყობაა დღეს უნივერსიტეტში“, - აღნიშნა კახაბერ კორძაიამ.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო  მინდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წლევანდელ კონფერენციაში სტუდენტთა უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს:

„წელს განაცხადების უპრეცედენტო რაოდენობა შემოვიდა - 350-ზე მეტი განაცხადი იყო და ჟიურიმ რამდენიმე ეტაპად იმუშავა, რომ კონფერენციის მონაწილეები შეერჩია. დღევანდელ კონფერენციაში 380 მომხსენებელი მონაწილეობს, როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. მუშაობს 8 ძირითადი და 16 ქვესექცია. ყველა სექციას სხვადასხვა დარგის წამყვანი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუდენტებს, რაც მათ სამომავლო საქმიანობაზე აუცილებლად აისახება. ასეთი დიდი ინტერესი ჩვენი კონფერენციის მიმართ განაპირობა საორგანიზაციო კომიტეტისა და პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივმა მუშაობამ. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს კონფერენციაში დოქტორანტების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა მონაწილეობს. გარდა ამისა, ჩვენს კონფერენციაში მონაწილეობს სამი უცხოელი სტუდენტი, ორი საერთაშორისო ურთიერთობების სექციაში და ერთი სამედიცინო მიმართულებით“, - განაცხადა ნინო მინდიაშვილმა. 

საერთაშორისო კონფერენციების მნიშვნელობაზე,  როგორც ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავების საუკეთესო საშუალებაზე ისაუბრა ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ჰამიდ მოსტაფავიმ.

„ასეთი კონფერენციები კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს მომავალ ურთიერთობას საქართველოსა და ირანს შორის. მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები და ვესწრები ამ ღონისძიებას. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობები მტკიცე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ჰამიდ მოსტაფავიმ. 

კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმაც. როგორც კავკასიის საერთაშიორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტმა გიორგი მორგოშიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კონფერენციები ახალგაზრდებისთვის ძალიან დიდი სტიმულია.

„დღევანდელი დღე ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. უპირველესად იმიტომ, რომ ამ კუთხით ახალბედა არ ვარ და სამეცნიერო კონფერენციაში უკვე მესამედ ვმონაწილეობ. დღევანდელი ჩემი თემა საერთაშორისო ურთიერთობების სექციაზე გამაქვს - „ტერორიზმი, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების გლობალური გამოწვევა“. კონფერენცია არის ძალიან დიდი სტიმულისმომცემი ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ სტუდენტი არ არის, მაგრამ დღე-დღეზე უნდა გახდნენ; მათ უნდა გაიცნონ ის შესაძლებლობები, რასაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს“, - აღნიშნა გიორგი მორგოშიამ.

კონფერენციის კიდევ ერთმა მონაწილემ, სალომე კობიაშვილმა, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ახალი ტექნოლოგიების ფაკულტეტის მაგისტრატურის მე-2 კურის სტუდენტია, აღნიშნა, რომ კონფერენციებში  მონაწილეობა სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობას აღრმავებს და ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

„კონფერენციაში უკვე მესამედ ვმონაწილეობ. ვიმედოვნებ, რომ ჩემი თემა - „მრავალფეროვნების გაშუქება ქართულ მედიასივრცეში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მაგალითზე“ სტუდენტებს დაეხმარება. სამეცნიერო კუთხე სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მით უფრო, რომ მე მაგისტრანტი ვარ, ეს ძალიან მეხმარება ჩემს სამაგისტრო ნაშრომშიც. კონფერენციებში მონაწილეობის მიღება აღრმავებს ცოდნასა და უნარებს“, - აღნიშნა სალომე კობიაშვილმა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს ღონისძიების დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

თუ ეროვნულებზე მათემატიკას ან გეოგრაფიას აბარებთ ეს ინფორმაცია უნდა იცოდეთ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-12 კლასელებს ცხორვების ახალი ეტაპის დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა

ღონისძიებას პედაგოგი ხატია ძაგანია ხელმძღვანელობდა

მოსწავლეებმა დაუვიწყარი დრო გატარეს, მათ სასკოლო ცხოვრებას კი კიდევ ერთი შთამბეწდავი დღე შეემატა

მე-10 კლასის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გამართეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება