სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სუპერ დედები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
23-05-2018
-
+


ყველა დედას სურს, შვილისთვის საუკეთესო იყოს. სუპერ დედობას, გარკვეულწილად, მათი ზოდიაქო განსაზღვრავს. 

Etaloni.ge გთავაზობთ დედების გამორჩეულ თვისებებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი 

ვერძი დედები ვერც თვითონ ჩერდებიან საქმის გარეშე და შვილების აქტივობებისკენ მოტივირებაც კარგად გამოსდით.  

მუსიკა და სპორტი, ხელოვნება და სხვა შემოქმედებითი ჰობი მათი შვილების ჩვეული ცხოვრების წესია.  

ვერძი დედები ბავშვებს შეუპოვრობას ასწავლიან და მაგალითს თავისივე ქმედებით აძლევენ - სირთულეებს არ უშინდებიან და არასდროს ნებდებიან.  

თევზები 

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული დედები ხელოვნების სიყვარულითა და ზრუნვით გამოირჩევიან. საოცრად გრძნობენ შვილის შინაგან მდგომარეობას და ბოლომდე გვერდში უდგანან მას.  

მორიელი 

ამ ზოდიაქოს მქონე დედებს უსიტყვოდ ესმით პატარების. შვილებისთვის აბსოლუტურად ყველაფერზე არიან წამსვლელნი.  

კირჩხიბი 

ქალების ეს ზოდიაქო შვილის განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით გამოირჩევა.
მათ კომპრომისებზე წასვლა შეუძლიათ და ყველაფერს აკეთებენ შვილის კეთილდღეობისთვის. 

სასწორი 

სასწორი დედები გაწონასწორებულობით გამოირჩევიან, მათთვის უცხოა ბავშვის დასჯა.

სასწორისთვის შვილი, პირველ რიგში, მეგობარია, რომელსაც ყოველთვის უგებს და გვერდში უდგას.  

კურო  

კურო დედები საოცარი მოთმინების უნარით არიან დაჯილდოვებულნი. გააზრებულად და გაწონასწორებულად უდგებიან აღზრდის პროცესს. მათი პირდაპირობა ხშირად უთანხმოებასაც ქმნის მოზარდ შვილებთან, მაგრამ კურო დედები ურთიერთობების დაბალანსებას ახერხებენ.
შვილის კეთილდღეობისთვის მუდმივად საუკეთესოსკენ მიისწრაფვიან.  

თხის რქა  

ამ ნიშნით დაბადებული ქალებისთვის მთავარი საგანძური საყვარელი ადამიანები, პირველ რიგში, კი შვილებია. 

ხშირ შემთქვევაში, ისინი ბავშვებს მკაცრად ზრდიან. სამაგიეროდ, მოზარდები ღირსეულ პიროვნებებად, პროფესიონალებად ყალიბდებიან და საკუთარ ადგილს იკავებენ საზოგადოებაში.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს მქონე დედები მხიარილებითა და უშუალობით გამოირჩევიან. მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებენ და შვილებთან ნებისმიერ თემაზე საუბრობენ. მათ შეუძლიათ, რომ ბავშვების ცხოვრება დღესასწაულად აქციონ.

ლომი 

ზოდიაქოს ამ ნიშანს შვილები განსაკუთრებით უყვარს და მუდამ ცდილობს, მათ საუკეთესო ცხოვრება შეუქმნას. მაგრამ ლომი დედები საკუთარ ინტერესებს შვილზე მაღლა აყენებენ და ბავშვს არა ცალკე ინდივიდად, არამედ საკუთარი თავის გაგრძელებად ზრდიან.

მერწყული 

მერწყულები შვილის აღზრდის პროცესს კრეატიულად უდგებიან და ღრმად იჭრებიან დედის როლში. მოუთმენელი მშობლები არიან და გადამეტებით აკონტროლებენ ბავშვებს.

ქალწული 

ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სამაგალითო მეუღლეები და დედები არიან.
ხანდახან ზედმეტად იჭრებიან აღმზრდელობით როლში და მაღალ სტანდარტებს უწესებენ შვილებს. ქალწული დედა დისციპლინასა და თავდაჯერებულობას ასწავლის ბავშვებს.  

მშვილდოსანი  

მშვილდოსანი სტერეოტიპულად მოაზროვნე დედათა რიცხვს არ მიეკუთვნება. ის დამოუკიდებლობასა და თავისუფლების სიყვარულს ასწავლის ბავშვებს. მშვილდოსანი დედები შვილებს ნამდვილად ბედნიერ ბავშვობას ჩუქნიან.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
„როდესაც სიკეთისთვის ვერთიანდებით, თითოეულ პატარა ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს!“
 

„მობილური ტელეფონების შეზღუდვა, სასკოლო ფორმების დაწესება, მოსწავლეებში თანასწორობის განცდას აძლიერებს“...

გორის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის ბრწყინვალე სპორტული წარმატებით ხარობენ
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება