სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვადა დღეს, 5 თებერვალს იწურება - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
05-02-2024
-
+


უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის მიზნით კონკურსის ბრძანებაში ცვლილებები შევიდა.

დოკუმენტის თანახმად, განაცხადის შეტანის ვადა 6 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:

ავტობიოგრაფია (CV);

ცნობა სამუშაო ადგილიდან;

ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ (სტუდენტის შემთხვევაში);

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საკვალიფიკაციო მოთხოვნის შესაბამისად);

კანდიდატის წერილობითი თანხმობა შესაბამისი საბჭოს წევრობის შესახებ (სავალდებულოა, თუკი, განცხადებას წარმოადგენს იურიდიული პირი).

აღსანიშნავია, რომ აკრედიტაციის საბჭოს მუდმივი წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, შესარჩევი კომისია კი უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სრულად  დაკომპლექტების მიზნით, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივი წევრობის კანდიდატი, მისი თანხმობით განიხილოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრობის კანდიდატად. ასევე, შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრობის კანდიდატი, მისი თანხმობით განიხილოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრობის კანდიდატად;

შესარჩევი კომისია უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრობის კანდიდატი, მისი თანხმობით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სრულად დაკომპლექტების მიზნით, განიხილოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კანდიდატად;

აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით, ხოლო მოწვეულ წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით; შესარჩევი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია საბჭოს წევრობის კანდიდატს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და მოითხოვოს მასთან გასაუბრების ჩატარება.

სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

მასწავლებლის დღეს გილოცავთ ! - 60 წელი პედაგოგების სტატუსის დაცვიდან

 

სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია

 

 

სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფას 2027 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტის პირველი აკორდი იყო მოსწავლეთათვის სპექტაკლ „ლამაზი ცრემლების“ ჩვენება

წიგნის დღეებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ წიგნი ადამიანებს აერთიანებს და ახალი აღმოჩენებისკენ გვიბიძგებს“

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება