სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ორწლიანი ლოდინის შემდეგ, მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემა დაიწყო - როდის მიიღებენ ჯილდოს 2022-2023 წლის კურსდამთავრებულები?
05-02-2024
-
+


2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების ნაწილს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ, - აღნიშნულ ინფორმაციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო რესურსცენტრები ავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი მოსწავლეები, სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის, მედლებს უკვე მეორე წელია ელიან.

რაც შეეხება 2022-2023 წლის კურსდამთავრებულებს, როგორც etaloni.ge განათლების სამინისტროში განუცხადეს, მათთვის მედლების გადაცემის ვადები ჯერჯერობით უცნობია, რადგან ამ ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს, ამ დრომდე კი ტენდერიც არ გამოცხადებულა.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 10 დამრგვალების გარეშე, იღებს ოქროს მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს; ხოლო მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი, იღებს ვერცხლის მედალსა და შესაბამის სერტიფიკატს.

რა ქულები სჭირდებათ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლების მისაღებად 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება