სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ჩემო სამეგრელო აქ არის - მარტვილის რჩეულები“ - მარტვილში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა
25-12-2023
-
+


„ჩემო სამეგრელო აქ არის - მარტვილის რჩეულები“ - მარტვილის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც ნაგვაზაოს, აბედათის, ვედიდკარის, თამაკონის, ნახუნაოს, სერგიეთის, გაჭედილის, ტალერის, გურძემის, ინჩხუთის, ნაჯახაოს, ბანძის, კიწიის, ლეხაინდრაოს, ხუნწის, ონოღიის, სალხინოს, დოშაყეს, ქალაქი მარტვილის, კურზუსა და დიდი ჭყონის, ჯამში 21 თემის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

თითოეული გუნდი 5 მონაწილის - 3 ადგილობრივი მოსწავლისა და თემის 2 წარმომადგენლისგან შედგებოდა, რომელთა შორის უხუცესი მონაწილე - 75 წლის ანატოლ ჭაჭუა, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი 12 წლის საბა ჟვანია გახლდათ.

24 დეკემბერს მარტვილში ცოდნის, ინტელექტის, საზრიანობისა და ჯანსაღი კონკურენციის ნამდვილი დღესასწაული იყო. გუნდების წარმომადგენლებს კი ძალიან კარგად უნდა სცოდნოდათ მშობლიური მხარის ისტორია, რადგან კითხვები, არც მეტი - არც ნაკლები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა შეადგინა.

ქრისტეს 12 მოციქულთაგან, რომელმა იქადაგა სამეგრელოში სვიმონ კანანელთან ერთად? როდის აიგო მარტვილის მონასტერი? რას ნიშნავს სიტყვა - „მარტვილი“? რომელ კათალიკოს-პატრიარქს ეკუთვნის სიტყვები „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია“? რომელ წელს დაარსდა გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი?.. - ამ და კიდევ არაერთ საინტერესო კითხვაზე მოუწიათ პასუხის გაცემა კონკურსის მონაწილეებს და გასაკვირი არცაა, საკმაოდ მაღალი ქულები რომ დაიწერა - სამშობლოს სიყვარული მარტვილელებისთვის ხომ ოჯახიდან, სახლიდან, თემიდან იწყება... გამარჯვებული კი გახდა ნაგვაზაოს თემი 100 ქულით.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი იყო მარტვილის ისტორიით მოსახლეობის სხვადასხვა თაობების დაინტერესება და ასევე სხვადასხვა ადგილობრივი თემის მკვიდრთა შორის ურთიერთობების გაძლიერება; პროექტის თანაავტორი მარტვილის, გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იყო, ხოლო პარტნიორი - მარტვილის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.


პირველ ადგილზე გავიდა ნაგვაზაოს თემის გუნდი 100 ქულით და მიენიჭა „2023 წლის გამარჯვებული - ოქროს ეტალონი გუნდის“, მეორე ადგილის მფლობელი გახდა ვედიდკარის თემის გუნდი 95 ქულით და „ვერცხლის ეტალონი გუნდის“ ტიტული მოიპოვა, ხოლო მესამეადგილოსანი კი დოშაყეს თემის გუნდი გახდა 94 ქულით და - „ბრინჯაოს ეტალონი გუნდის“ ტიტული ერგო. 

კონკურსს ესწრებოდნენ მარტვილის მერი - თორნიკე ჯანაშია, მოადგილე - გივი ელიავა, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი - მაკა გულორდავა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები... ადგილობრივი საზოგადოების ასეთი მაღალი ინტერესი „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატისა თუ სხვა პროექტების მიმართ გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან „განათლება და ღირსება - ბედნიერება ყველას სჭირდება“!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ქულა, რომელიც სპეცმასწავლებელბს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის სჭირდებათ - ცვლილება ტესტირების წესში  

გამოსაცდელთა საყურადღებოდ - დამატებითი გამოცდის ჩაბარება აუცილებელი პირობაა

 ანაზღაურება 3490 ლარია - რა თანამდებობაზე გამოაცხადა ვაკანსია მანდატურის სამსახურმა 

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება