| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„წინა წელსაც ვმონაწილეობდი „ეტალონში“, მაშინ მესამე ადგილი დავიკავე. ამჯერად წარსულში მიღებული გამოცდილება გამომადგა და უკეთესი შედეგი ვაჩვენე, განვიმტკიცე სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი და უფრო თამამი გავხდი. მადლობა ეროვნულ პროექტს, მოსწავლეებს საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას რომ გვაძლევს. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება.“
თბილისის N191 საჯარო სკოლის დირექტორი თინათინ ბაქრაძე ამაყია თამარის წარმატებით და პროექტთან ერთად, დიდ წარმატებას უსურვებს მომავალ თაობას:
„თამარი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მაღალი ინტელექტით გამორჩეული მოსწავლეა. სკოლის იმედები გაამართლა, ამაყი ვარ მისით. „ეტალონი“ განათლების წახალისებით მომავლის საქმეს ემსახურება. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და ჩვენს ახალგაზრდებს.“
„გლდანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თამარ მურაჩაშვილი ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
„გლდანის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენით ინტელექტ-ჩემპიონატის მე-2 ეტაპი დასრულდა და ფინალისტების სრული სია გახდა ცნობილი.
ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა