სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონში“ გამარჯვება დიდი სტიმული და წარმატებაა ჩემთვის“ - „ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
21-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატზე „ნაძალადევის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს თბილისის N114 საჯარო სკოლის მე - 11 კლასის მოსწავლე ნინო კემულარია დაეუფლა.

როგორც ნინო აღნიშნავს, „ეტალონმა“ მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვების საშუალება მისცა: 

„ეროვნულ პროექტში მონაწილეობა და მითუმეტეს, გამარჯვება დიდი სტიმული და წარმატებაა ჩემთვის. „ეტალონმა“ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების დაგროვების საშუალება მომცა. მადლობა პროექტს ამ შანსისთვის.“

თბილისის N114 საჯარო სკოლის დირექტორი გიული გაბიტაშვილი ბედნიერია ნინოს წარმატებით და მადლობას უხდის „ეტალონს“ ეროვნულ-საგანმანათლებლო საქმის მსახურებისთვის:

„ჩვენი სკოლა მხარს უჭერს ნებისმიერ წამოწყებას, რომელიც მოსწავლეების განათლებასა და წინსვლას ემსახურება. ეროვნული პროექტი „ეტალონი“ ამ მხრივ გამორჩეულია და ჩვენც მისი დიდი გულშემატკივრები ვართ. ნამდვილად ამაყი ვარ ნინოს გამარჯვებით. ოქროს მედლის კანდიდატი, ძალიან ნიჭიერი და მიზანსწრაფული მოსწავლეა. წარმატებებს ვუსურვებ პროექტსა და მონაწილეებს.“

„ნაძალადევის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი ნინო კემულარია ეროვნული ინტელექტ - ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

ფოტოების სრულად სანახავად იხილეთ ბმული


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება