| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.
ახლახან, ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგურუს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიასთან არსებულ სამრევლო (საკვირაო) სკოლაში, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა- კურთხევით, საეკლესიო ტრადიციული გალობის შემსწავლელი წრე გაიხსნა, სადაც მოსწავლეებსა და მრევლს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ გალობა და ფოლკლორული სიმღერები უფასოდ.
წრეს გუნდის ხელმძღვანელი და რეგენტი მერაბ ციმინტია უხელმძღვანელებს.
ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ილია სარია და ცენტრის ადმინისტრაცია მადლობას უხდიან ტაძრის ქტიტორს შოთიკო ჯანჯღავას მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.
იხილეთ ფოტო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება