| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18-19 ნოემბერს შედარებით გამოიდარებს და დასავლეთ საქართველოში დათბება, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. 20 ნოემბერს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
რაც შეეხება დედაქალაქს, 18-19 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს იწვიმებს, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი.
ქართლსა და კახეთშიც 20 ნოემბერს იწვიმებს და დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ქარი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 20 ნოემბერს თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ვულოცავთ, ჩვენს გოგონებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას