| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 14 ნოემბერს დილის საათებში მოხდა.
ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, გურამ ე. დააკავეს.
მშობელი, რომელმაც ბავშვი ბაღში დატოვა, სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა