სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რატომ ეშინიათ მასწავლებლებს სამხრეთ კორეაში მოსწავლეებისა და მათი მშობლების?
12-11-2023
-
+


სამხრეთ კორეაში მასწავლებლების პროტესტია. ბოლო თვეებში ათიათასობით პედაგოგი გამოდის ქუჩაში და სახელმწიფოს მათი დაცვისკენ მოუწოდებს. პრობლემის მასშტაბურობაზე ისიც მეტყველებს, რომ გასულ თვეში გამართულ აქციაზე 200 000 ადამიანი შეიკრიბა. 

„რატომ ეშინიათ მასწავლებლებს სამხრეთ კორეაში მოსწავლეებისა და მათი მშობლების“ - სტატიას ამ სათაურით CNN აქვეყნებს. ირკვევა, რომ პედაგოგები პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პირველი კლასის 20 წლის მასწავლებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პოლიციამ კი მისი საქმის განხილვისას პრობლემური მოსწავლეები და მათი მშობლების მხრიდან ზეწოლა ახსენა, თუმცა თვითმკვლელობის მიზეზი არ დასახელებულა.

კოლეგების თქმით, ივლისის შემდეგ კიდევ რამდენიმე მასწავლებელმა მოიკლა თავი, ისინი ზოგიერთ შემთხვევას სკოლაში არსებულ სტრესულ გარემოს უკავშირებენ. როგორც კიუნჰის უნივერსიტეტის განათლების პროფესორი სუნგ იულ-კვანი ამბობს, პროტესტის სიმწვავემ ბევრი გააკვირვა. „ვფიქრობ, იყო საერთო განცდა, რომ ეს შეიძლება ნებისმიერს დამართნოდა“,- აღნიშნა პროფესორმა.

მასწავლებლები მიუთითებენ ბავშვზე ძალადობის შესახებ 2014 წლის კანონზე, რომლის მიზანიც ბავშვების დაცვაა. პედაგოგები ამბობენ, რომ კანონში ხარვეზებია, ამიტომაც მოსწავლეთა დისციპლინირებას ვერ ახერხებენ. ისინი აცხადებენ, რომ ეშინიათ, მშობლების მცირე პროცენტმა შვილსთვის სტრესის მიყენებაში არ დაადანაშაულონ და სასამართლოში არ უჩივლონ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან საქმის დაჭერის ეშინიათ. 

„მოსწავლეები მაგიდას მუშტებს ურტყამდნენ, სკამებს იგვლივ ყრიდნენ“,- ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი - კანგი, რომლებმაც მოსწავლეების შეჩერება ვერაფრით ვერ შეძლო. ის სკოლაში 2 წლის განმავლობაში ასწავლიდა და მოსწავლეთა დისციპლინირებისთვის იბრძოდა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. რეაგირება არც დირექტორს და მშობლებს ჰქონიათ. ახლა კი პედაგოგი სკოლიდან წამოვიდა და ამბობს, რომ სულიერ სიმშვიდეს ნელ-ნელა იბრუნებს.

კანგმა აღნიშნა, რომ ავტობუსის წინ გადახტომის სურვილი უჩნდებოდა: „სულ ცოტაც და გადავხტებოდი, შვებას ვიგრძნობდი. ვფიქრობდი, მაღალი შენობიდან რომ გადმოვმხტარიყავი, ეს სულ მცირე სიმშვიდეს მომცემდა“. 

სამხრეთ კორეის განათლების მინისტრმა ლი ჯუ-ჰომ თავდაპირველად გააფრთხილა მასწავლებლები, რომ მასობრივი გაფიცვა უკანონო ქმედება იქნებოდა. ეს პოზიცია სწრაფად შეცვალა და 21 სექტემბერს ეროვნულმა ასამბლეამ გარკვეული ცვლილებები მიიღო. ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება არის ის, რომ მასწავლებლები, ბავშვთა შესაძლო ძალადობის საქმეზე უფრო დაცულები იქნებიან სასამართლოს წინაშე წარდგომისგან. მათ საქმეებს, ასევე მშობელთა თუ მოსწავლეთა საჩივრებს ჯერ სკოლის დირექცია განიხილავს.

ახალი კანონი ასევე დაიცავს მასწავლებელთა ისეთ პირად ინფორმაციას, როგორიცაა მათი მობილური ტელეფონის ნომრები. ახლა მშობლები ჩივილებით სკოლას უნდა დაუკავშირდნენ და არა უშუალოდ მასწავლებელს.

მასწავლებელთა ნაწილი ამბობს, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და არსებული ვითარებიდან გამოსავალი ვერ იქნება. ისინი, პირველ რიგში, ისეთი მშობლების დასჯას ითხოვებ, ვინც პედაგოგები უსაფუძვლოდ დაადანაშაულა. 

ექსპერტები კი აღნიშნავენ, რომ პრობლემა არამხოლოდ ეს კონკრეტული კანონი, არამედ ქვეყნის კულტურაა. იქ მოსწავლეთა განათლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, შედეგად ისინი მშობელთა წნეხის ქვეშ არიან. 

„ჩვენ გვაქვს კულტურა, სადაც მშობლებს როგორც წესი, ერთი შვილი ჰყავთ და ისინი მზად არიან ამ ბავშვს ყველა ფინანსური რესურსი და შესაძლებლობა მისცენ. შვილები ზეწოლის ქვეშ, განათლებით შეპყრობილნი არიან, რაც მასწავლებლებისთვის კარგ გარემოს არ ქმნის“ - თქვა ერთ-ერთმა ექსპერტმა.

საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, სადაც განათლება პრიორიტეტულია, მასწავლებელთა კმაყოფილების დონე დაბალია. აპრილში მასწავლებელთა მუშათა კავშირის ფედერაციის ჩატარებული გამოკითხვაში მასწავლებელთა 26,5% განაცხადა, რომ მათ სამუშაოს გამო, ფსიქოლოგთან კონსულტაცია ან მკურნალობა დასჭირდათ. გამოკითხულთა დაახლოებით 87%-მა თქვა, რომ სამსახურიდან წასვლას ან პროფესიის შეცვლას განიხილავს. 


კომენტარები


ეტალონი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

წარმატებაზე ორიენტირებული მოსწავლეებისთვის

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

სიახლეები

გიორგობა საქართველოში ოფიციალურ უქმე დღედ არის გამოცხადებული

 

 

მასწავლებლებს  დატვირთვას ხელოვნური ინტელექტი შეუმსუბუქებს - ბრიტანეთის მთავრობის ახალი პროექტი

ბაღების სია, რომელთა ავტორიზაციის საკითხს სპეციალური საბჭო განიხილავს - ჩამონათვალი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

„მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს თბილი, მხარდამჭერი და შთამაგონებელი გარემო“
 
სკოლები

ტურნირის დასრულების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი

წრის მიზანია, რომ მათემატიკა მოსწავლეებისთვის გახდეს ცოცხალი და საინტერესო მეცნიერება

მასწავლებელმა პატარებს ანბანის სწავლის დაწყება მიულოცა და საინტერესო საანბანო თავგადასავალს დაჰპირდა

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თამაშებში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად მონაწილეობდნენ მათი მშობლებიც

საინტერესო

მასწავლებლებს  დატვირთვას ხელოვნური ინტელექტი შეუმსუბუქებს - ბრიტანეთის მთავრობის ახალი პროექტი

ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა 18 და 19 ნოემბერს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა

ქვეყნები, სადაც ყოფაქცევისთვის ნიშანი იწერება 

შემოდგომის სეზონი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით იწყება

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

სიახლეები
საზოგადოება