| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2024 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის თანახმად, განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებით განხორციელდება რეფორმის მომდევნო, მრავალმხრივი ეტაპი. დოკუმენტის თანახმად, სკოლამდელი განათლების მიმართულებით:
• საჯარო დაწესებულებებში ადრეული და სკოლამდელი განათლება მისი საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად კვლავ უფასო იქნება;
• სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები გარდაიქმნება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებად, რაც უზრუნველყოფს სკოლებში ბავშვებისთვის საჭირო, მრავალმხრივი აკადემიური, ფუნქციური, ქცევითი, ემოციური და სოციალური უნარების განვითარებას; განხორციელდება ღონისძიებები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებზე მორგებული განათლების მომსახურების უზრუნველსაყოფად;
• გაგრძელდება სასკოლო მზაობის ცენტრების გახსნის მხარდაჭერა; შემუშავდება და განხორციელდება „სკოლა-ბაღის“ კონცეფციის სტანდარტი;
• განისაზღვრება სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება, გაგრძელდება ღონისძიებების განხორციელება მათი კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობისთვის; დაიწყება ღონისძიებების განხორციელება სკოლამდელ დაწესებულებებში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის ხელშეწყობისთვის;
• ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის, განვითარებისა და გაუმჯობესების მიზნით გაგრძელდება საჯარო დაწესებულებების მონიტორინგი; მონიტორინგის შედეგების საფუძველზე გადამუშავდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები; არაქართულენოვანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება სახელმწიფო ენის სწავლება ბილინგვური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს სასკოლო მზაობის გაუმჯობესებას, ზოგადი განათლების საფეხურზე ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველყოფას და გრძელვადიან პერიოდში საქართველოში მცხოვრები არაქართულენოვანი პირების საზოგადოებაში წარმატებულ ინტეგრაციას;
• ყველა ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება სკოლამდელი განათლებიდან ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე გადასვლის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;
• შეიქმნება 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების შესახებ სტატისტიკური მონაცემების ამსახველი, ინტეგრირებული ელექტრონული სისტემა;
• დასრულდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; გაგრძელდება ახალი საბავშვო ბაღების დაფუძნება; განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას