სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„რომ მიმიწვიოთ კიდევ 100-ჯერ მივიღებ მონაწილეობას, არასდროს მომბეზრდება“ - ხელვაჩაურში „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში ქედქედის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა 
02-11-2023
-
+


ცოდნისა და ინტელექტის დიდი შერკინება - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. 

„ეტალონი“ - ჩემპიონატი, რომელიც ახალი თაობების აზროვნების განვითარებაზე, მათში ინტელექტის დონის ამაღლებასა და შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება, ამჯერად,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.

ცოდნის ზეიმი ქედქედის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. გუნდის შემადგენლობა შემდეგნაირი გახლდათ: ლუკა კოპინაძე (კაპიტანი) - VII კლასი, ანამარია მსხალაძე - VII კლასი, ნუცა მსხალაძე - VII კლასი, ანასტასია მსხალაძე - VI კლასი და ნინი კვირიტიძე - VI კლასი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ქეთევან დევაძე - მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ესწრებოდა. ის Etaloni.ge-სთან ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესს აფასებს და მის მნიშვნელობაზე საუბრობს. 

  

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბოლო ათწლეულია აქტიურად იმართება „ეტალონის“ მუნიციპალური ტური, ჩემპიონატი პანდემიის დროსაც კი არ გაჩერებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს, განახლებული ფორმატით, ადგილზე გაიმართა გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც ახალგაზრდები მაქსიმალურად მონაწილეობდნენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში, სკოლების 95% პროცენტი ჩაერთო ჩემპიონატში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტი ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებულია. რაც შეეხება კითხვების, მოსწავლეთა ასაკსა და უნარებზე, მაქსიმალურად მორგებული იყო, პროცესი კი, ძალიან კარგად, უხარვეზოდ მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში, მინდა წარმატება ვუსურვო, საქართველოში მოწინავე პროექტს - „ეტალონს“, მადლობელი ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამდენად მოწესრიგებულად ჩატარდა ყველაფერი“, - აღნიშნავს ქეთევან დევაძე - მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კიდევ მრავალ გამარჯვებას უსურვებენ.

„მოსწავლეები ძალიან გახარებულები და ბედნიერები დაბრუნდნენ სკოლაში, „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და შემართებით ჩაერთნენ და საბრძოლო განწყობით, ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს. ძალიან კარგი შესაძლებლობაა „ეტალონი“, მათი განვითარებისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის. გვიხარია, რომ ბავშვებმა ჩვენი იმედები გაამართლეს და მუნიციპალური მასშტაბით პირველი ადგილი მოიპოვეს. მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს და ჩვენს მოსწავლეებს ასეთი წარმატებული ასპარეზობისთვის“, - აღნიშნავს გენადი შაკიკაძე - ქედქედის საჯარო სკოლის დირექტორი. 

  

Etaloni.ge-ის გამარჯვებული გუნდის კაპიტანი - ლუკა კოპინაძეც ესაუბრა, მან მოულოდნელი ემოციები გაგვიზიარა და აღნიშნა, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა არასდროს მომბეზრდება. 

„ძალიან კარგი პროექტია, რომ მიმიწვიოთ კიდევ 100-ჯერ მივიღებ მონაწილეობას, არასდროს მომბეზრდება. ჩემთვის, როგორც გუნდის კაპიტნისთვის, დიდი პასუხისმგებლობა იყო, ყველა ჩვენგანი ვცდილობდით შეცდომა არ დაგვეშვა. ძალიან გაგვიხარდა, რომ გავიმარჯვეთ, ველოდით ამ შედეგს, თუმცა მაინც ემოციური იყო, როცა გამარჯვებულად გამოგვაცხადეს. ჩემპიონატის შემდეგ, როცა სკოლაში რაღაც კითხვებს მისვამენ, უკვე ვიცი სწორი პასუხი“, - აღნიშნავს ლუკა. 


ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

მათ თავიანთ დამრიგებლებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს პატარა ხელებით შექმნილი სილამაზე და დიდი სიყვარულით გაფერადებული შემოდგომა
 
„დაე, თითოეული ნერგი ჩვენი ბავშვების ბედნიერი მომავლის, კეთილი საქმეებისა და მშობლიური სკოლის სიყვარულის სიმბოლოდ იქცეს„
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება