სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმა იცვლება - განახლებული დოკუმენტი უკვე პარლამენტშია
31-10-2023
-
+


„ეროვნული სასწავლო გეგმა იცვლება. განახლებული დოკუმენტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული“, - ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა განათლების კომიტეტში სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით, განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

ახალი ესგ-ს მიხედვით, სკოლებს საშუალება ექნებათ, დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ დაადასტურონ საფეხურის მიზნები.

მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი ვარიანტი უფრო მარტივი ენით და დიზაინით იქნება შექმნილი.

„ეროვნულ სასწავლო გეგმა არის ორგანიზმი, რომელიც რეალურად გეზს აძლევს და კარნახობს სკოლებს, როგორ უნდა ააწყონ თავიანთი შიდასასკოლო გეგმები, მაგრამ რიგ შემთხვევაში, ესგ-სთან დაკავშირებით, სასკოლო საზოგადოებას ჰქონდა პრეტენზია, რომ ძალიან ბევრ რამეს ვკარნახობთ და ამბობდნენ - მოგვეცით თავისუფლება და იმის საშუალება, საფეხურის მიზანზე გავიდე, მაგრამ როგორ გავალ, რა მიდგომით, რა მეთოდით ამას მე განვსაზღვრავ. შესაბამისად ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია ამ თვალსაზრისით მოხდა.

ჩვენ გვინდა, რომ სკოლამ თავად განსაზღვროს საკუთარი სასკოლო საზოგადოების განვითარების გზა.

ეროვნული სასწავლო გეგმა საფეხურის მიზანს უკარნახებს [სკოლებს], თუმცა როგორ და რა მიდგომით მივლენ ამ მიზანთან, ამას თავად განსაზღვრავენ. 

სკოლებს სურვილი იყო, მეტი ავტონომიურობა და თავისუფლება ჰქონოდათ, გამოეყენებინათ უფრო მეტი რესურსი, სიმართლე გითხრათ, ამის საშუალებას არსებული ეროვნული სასწავლო გეგმაც იძლეოდა, მაგრამ სასკოლო საზოგადოებას სურდა, ეს უფრო გახსნილად დაენახა. დოკუმენტი ყოფილიყო უფრო მარტივი, აღქმადი, იმისთვის, რომ ეს იყოს სამაგიდე წიგნი და ყველასთვის გამოსაყენებლი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები უკვე ინიცირებულია და პარლამენტშია წარდგენილი“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება