სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონმა“ თვითშეფასება საგრძნობლად ამიმაღლა“ - „მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე“
16-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „მთაწმინდის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„მთაწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე თამთა კაპანაძე.

იგი აღნიშნავს, რომ ინტელექტ-ჩემპიონატმა თვითშეფასება საგრძნობლად აუმაღლა:

„არ მეგონა ასე სწრაფად თუ შემეძლო გადაწყვეტილებების მიღება, არ მეგონა ამდენს თუ შევძლებდი. „ეტალონმა“ თვითშეფასება საგრძნობლად ამიმაღლა. მადლობა ამ გამოცდილებისთვის. მეამაყებიან ჩემი ნიჭიერი თანასკოლელები. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.“

თბილისის კლასიკური გიმნაზიის „ეტალონის“ პედაგოგი თათა ახობაძე მოხარულია თამთას გამარჯვებით:

„თამთა არაჩვეულებრივი გოგონაა. მთელი გულით ვუსურვებ ჩემს ქალაქს და ჩემს ქვეყანას, რომ ბევრი თამთასნაირი ბავშვი ჰყოლდეს და ჩვენ, მასწავლებლებს ბევრი მისნაირი გაგვეზარდოს. ძალიან დიდი სიხარულია „ეტალონში“ გამარჯვება. დიდი მადლობა პროექტს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით და მაღალი აქტივობით ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატში. ვისურვებდი, რომ უფრო დაბალ კლასებშიც (მე-6, მე-7 კლასებში) ჩატარდეს „ეტალონი“, რადგან ძალიან დიდი დაინტერესებაა ამ პრეოქტის მიმართ.“

„მთაწმინდის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თამთა კაპანაძე ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება