სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„კრწანისის ეტალონ მოსწავლეს“ გამარჯვების აღსანიშანავად სკოლამ საჩუქარი გადასცა
16-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „კრწანისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„კრწანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის N127 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი ესიტაშვილი.

როგორც გიორგი აღნიშნავს, გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო:

„ეტალონის“ პირველ ტურში ჩემი მეგობარი აპირებდა მონაწილეობას და მეც გავყევი. ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ტესტირება. შემდეგ მეორე ტურში გადავედი. გამარჯვებაზე არც მიფიქრია, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. მადლობა პროექტს მოცემული შანსისა და გამოცდილებისთვის.“

თბილისის N127 საჯარო სკოლის დირექტორის, ლია სამადაშვილის თქმით, გიორგის წარმატება სკოლისთვის დიდი სტიმულია. გამარჯვების აღსანიშნავად სკოლამ მას სიმბოლური საჩუქარი გადასცა:

„გიორგი არაჩვეულებრივი ადამიანია - კლასის ლიდერი, კარგ წამოწყებათა ინიციატორი. გიორგის წარმატება არამხოლოდ მისთვის და მისი კლასელებისთვის, არამედ მთელი სკოლისთვის ძალიან დიდი სტიმულია. მოხარულები ვართ და ვულოცავთ მას გამარჯვებას. ამის აღსანიშანავად დღეს გიორგის საჩუქარი გადავეცით - ბუს ქანდაკება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა სკოლამ შარშან „ეტალონში“ მე-2 ადგილი დაიკავა, წელს კი გიორგიმ ასეთი დიდი წარმატება მოგვიტანა. მადლობა ინტელექტ-ჩემპიონატს, რომ ასეთ კარგ საქმეს აკეთებს.“

„კრწანისის ეტალონი მოსწავლის“ პედაგოგი შორენა ტყებუჩავა გიორგის წარმატებულ და გამორჩეულ მოსწავლედ ახასიათებს:

„გიორგი ერთ-ერთი წარმატებული და გამორჩეული მოსწავლეა. „ეტალონში“ გამარჯვებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. ამაყი ვარ მისი შედეგებით. სკოლის იმედები გაამართლა.“

„კრწანისის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გიორგი ესიტაშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება