სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მომავალი წარმატებისკენ გამიკვალავს გზას“ - საბურთალოს ინტელექტ-ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდა
15-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „საბურთალოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„საბურთალოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის N195 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ მდივნიშვილი.

იგი ბედნიერია მოპოვებული გამარჯვებით და აღნიშნავს, რომ პროექტი წარმატებისკენ გაუკვალავს გზას:

„სპონტანურად მივიღე „ეტალონში“ მონაწილეობა, მივედი სკოლაში და ტესტირება გავიარე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ პირველადგილოსანი გავხდებოდი. მაკანკალებს ემოციისგან. იმედია, ჩემს მაქსიმუმს დავდებ ფინალზე და პროექტი წარმატებისკენ გამიკვალავს გზას.“

თბილისის N195 საჯარო სკოლის დირექტორი კობა წენგუაშვილი აღნიშნავს, რომ მარიამის წარმატება მთელი სკოლის წარმატებაა:

„მარიამი არაჩვეულებრივი გოგოა, ძალიან კარგად სწავლობს. მისი სახით ნამდვილი მამულიშვილი გვეზრდება. მარიამის წარმატება მთელი სკოლის წარმატებაა. „ეტალონით“ აღფრთოვანებული ვარ, ყოველთვის მომწონდა. ინტელექტ-ჩემპიონატი დიდ საქმეს აკეთებს, ახალგაზრდობას სტიმულს აძლევს, რომ იყვნენ ინტელექტუალები, ბევრი იკითხონ, ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.“

თბილისის N151 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლიანა ჩხაიძე „ეტალონის“ დიდი გულშემატკივარია: 

„ეტალონი“ თანამედროვეობის გამოწვევაა, პროექტი, რომელიც არ უშინდება სირთულეებს და ახალგაზრდებსაც მის დაძლევას ასწავლის. „ეტალონის“ მეშვეობით ნიჭიერი და თავდაჯერებული მოსწავლეები ერთმანეთს იცნობენ და საზოგადოებაში იმკვიდრებენ ადგილს. ჩვენი სკოლა მრავალი წელია, პროექტის თანამოაზრე და გულშემატკივარია.“

„საბურთალოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი მარიამ მდივნიშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პროფესიული სტანდარტის 6 პუნქტი, რომელსაც პროფესიული განათლების მასწავლებლი უნდა აკმაყოფილებდეს

ვინ წყვეს სკოლების დანგრევის, რებილიტაციისა და მშენებლობის საკითხს - მთავრობამ სია გამოაქვეყნა 

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, ახარებთ ეკოინიციატივა
 

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება