სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატმა ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი განმივითარა“ - „ვაკის ეტალონი მოსწავლე“
15-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ვაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ვაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის N54 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თეიმურაზ კუნჭულია.

იგი მადლობას უხდის პროექტს მიღებული ცოდნისა და გამოცდილებისთვის:
 
„ეტალონში“ გამარჯვება დიდი წარმატება და სტიმულია ჩემთვის. პროექტმა ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი განმივითარა და დიდი გამოცდილება მომცა.“

თბილისის N54 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან ჩოქური აღნიშნავს, რომ „ეტალონმა“ თეიმურაზი უფრო მოტივირებული გახადა:

„თეიმურაზი მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა. გარდა ამისა, იგი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტში. მისთვის განსაკუთრებით წარმატებული, საინტერესო და მამოტივირებელი „ეტალონი“ აღმოჩნდა. არაფორმალური განათლება ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა უნარის შესაძენად, კრეატიულობისა და კრიტიკული აზროვნების გამოსამჟღავნებლად. მინდა აღვნიშნო ასევე, რომ ჩვენი სკოლის სამივე მოსწავლე, რომლებიც ინტელექტ-ჩემპიონატის მე-2 ტურში გადავიდა, ძალიან მოტივირებული და დაინტერესებული იყო. ბევრი პროექტია, მაგრამ ყოველთვის ასეთი თანმიმდევრული მუშაობა არ ხდება. მადლობა მინდა გადავუხადო „ეტალონს“, რომ ბავშვებს მიეცათ საშუალება წარმოეჩინათ თავიანთი თავი. ძალიან გვიხარია, რომ თეიმურაზმა სკოლას ასეთი წარმატება მოუტანა. მოხარულები ვართ, რომ ნაყოფიერი ორმხრივი თანამშრომლობა შედგა.“

„ვაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თეიმურაზ კუნჭულია ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება