სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ეროვნულ ჯილდოზე მასწავლებელთა წარდგენის ვადა 1-ელ ოქტომბერს იწურება 
30-09-2023
-
+


მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე პედაგოგების წარდგენის ბოლო ვადა 1 ოქტომბერია. აღნიშნულის შემდგომ დირექტორებს უფლება აღარ ექნებათ რომ სასურველი პედაგოგი ჯილდოზე წარადგინონ. 

თითოეულ გამარჯვებულ მასწავლებელს 10 ათასი ლარი გადაეცემა

ეროვნული ჯილდოს მისაღებად პედაგოგი 12 კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, ამასთან, ცნობილია ისიც, რომ კომისიის სახელზე სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით ან/და მატერიალურად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანცელარიაში უნდა წარადგინოთ. 

სააპლიკაციო განაცხადი

კანდიდატების დამსახურების განხილვისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი კრიტერიუმები:

  1. საჯაროდ აღიარებული ნდობა და ავტორიტეტი (სკოლაში, თემში ან/და ქვეყნის მასშტაბით);
  2. მოსწავლეების აკადემიური მიღწევებისა და პიროვნული ზრდის აქტიური მხარდაჭერა;
  3. მოსწავლეებში სწავლის მოტივაცია და შემეცნების სურვილის გაღვივება;
  4. პედაგოგიკური და პროფესიული ცოდნის გაზიარება და პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;
  5. ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელების ინიციატივა;
  6. საგანმანათლებლო/პედაგოგიკური რესურსების შექმნა და გაზიარება;
  7. სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით აქტივობებში სამაგალითო ჩართულობა;
  8. სასკოლო საზოგადოებაში შემოქმედებითი იდეების წახალისება;
  9. ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა სკოლის, საზოგადოების ან ქვეყნის/სისტემის კონკრეტული საჭიროებების საპასუხოდ;
  10. სკოლის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;
  11. ადამიანების კეთილდღეობასა და ზრუნვაზე დაფუძნებული აქტივობების/ღონისძიებების აქტიური მხარდაჭერა და განხორციელება;
  12. განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება