სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეები 500 ლარს მიიღებენ - დოკუმენტი
28-09-2023
-
+


ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარჩინებულ კურსდამთავრებულთა წახალისების წესი დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, ოქროსმედალოსანი მოსწავლეები 500 ლარს მიიღებენ.

აღნიშნული წესი ითვალისწინებს იმ ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლ(ეებ)ის ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით წახალისებას, რომლებმაც აიღეს სრული ზოგადი განათლების ოქროსმედალოსნის ატესტატი.

პროგრამით მოსარგებლეები არიან როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოწავლეები.

ცნობილია ისიც, რომ ოქროსმედალოსანმა კურსდამთავრებულმა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საინფორმაციო ბარათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სრული ზოგადი განათლების  ოქროსმედალოსნის ატესტატის ასლი;

ე) ახალგორიდან იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილი)   მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული კანონით დადგენილი წესით.

იმ შემთხვევაში, თუ წასახალისებელი პირი არასრულწლოვანია, განმცხადებელი/მშობელი/ან კანონიერი წარმომადგენელი/გამგეობაში თავის სახელზე დამატებით წარმოადგენს პირადობის მოწმობის ასლს, წასახალისებელი პირის დაბადების მოწმობის ასლს, მშობლის ან წარმომადგენლის საბანკო ანგარიშს.

„დაფინანსება ხორციელდება ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, თანხის წასახალისებელი პირის ან წარმომადგენლის/ მშობლის ანგარიშზე ჩარიცხვით“, - ნათქვამია დადგენილებაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება