| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბავშვის განვითარების გზაზე ერთ-ერთ მთავარ როლს თამაში ასრულებს, ეხმარება მათ ახალი უნარების შეძენასა და სამყაროსთან ადაპტაციაში. სწორედ ამ მიზნით ქართულ ბიზნეს სივრცეში ახალი სათამაშოების ბრენდი Toytoy • თოითოი შეიქმნა. Მაღალი ხარისხი, ეკოლოგიურად სუფთა და მრავალფუნქციური პროდუქცია ოთხმა მამამ, შვილების საჭიროებების გათვალისწინებით გააერთიანა. პატარებისა და მოზარდების საყვარელი სათამაშოები კომპანიის პირველ ფილიალში, ფარნავაზ მეფის 1-ელ ნომერში, „გუდვილის“ შენობაშია წარმოდგენილი.
პატარებისთვის, მოზარდებისა და დიდებისთვის „თოითოიში“ მაღალი ხარისხის, ეკოლოგიური და მრავალფუნქციური პროდუქცია გაერთიანდა. თანამედროვე დიზაინის კონცეფციით შექმნილ სივრცეში შეხვდებით LEGO-ს, Janod-ის, Make it Real-ისა და 20-მდე სხვა ბრენდის 600-ზე მეტი დასახელების სათამაშოს.
„თოითოი“ ოფიციალურად 24 სექტემბერს გაიხსნა და პირველივე დღიდან მიიღო გულთბილი მილოცვები და მომხმარებლების დადებითი გამოხმაურებები. გეგმების შესახებ კი კომპანიის დირექტორს და ერთ-ერთ დამფუძნებელ მამას, ირაკლი მაჩაბერიძეს გავესაუბრეთ:
ამ ახალ წამოწყებას თანამედროვე ხედვებით მივუდექით და სამომავლოდ, სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. მასშტაბურია კომერციული გეგმებიც, გვინდა, რომ მომავალში გავხდეთ კონკურენტუნარიანი ქსელი სათამაშოების ქსელი ბაზარზე.
მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის! თოითოის ვუსურვებ წარმატებას და ბავშვების გულის მოგებას!





R
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას