სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

კორტანეთის საჯარო სკოლას საშუალო საფეხური დაემატა - დირექტორი ზურაბ გელაშვილი დეტალებზე საუბრობს
22-09-2023
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის, კორტანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ გელაშვილი მრავალი წელია სკოლაში მოღვაწეობს და ხელმძღვანელობის პარალელურად, ხელოვნების პედაგოგიც გახლავთ. etaloni.ge-სთან საუბრისას, აღნიშნავს, რომ მოსწავლეები მისთვის ყველაზე პრიორიტეტულია და აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია, ბატონი ზურაბი ბავშვების განათლების დონის გაუმჯობესებაში დიდ შრომას რომ დებს.

მოსწავლეთა დიდი სიყვარულის, საქმისადმი უანგარო თავდადების შედეგია ისიც, რომ კორტანეთის საჯარო სკოლამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და მას საშუალო საფეხური დაემატა. აღნიშნული წარმატების შესახებ etaloni.ge დირექტორს, ზურაბ გელაშვილს ესაუბრა:


- ბატონო ზურაბ, როგორც ვიცით, სკოლა საბაზოდან საშუალო საფეხურზე გადავიდა... უდავოდ, მოსალოცი ამბავი გქონიათ.

- პირველ რიგში, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რადგან  გაითვალისწინეს მოსახლეობის, მოსწავლე-მასწავლებლების, მშობლების თხოვნა, სკოლას დამატებოდა საშუალო საფეხური - მე-10, მე-11, მე-12 კლასები.

ვალდებულება გვქონდა, გაგვევლო ავტორიზაცია სწავლების სამივე საფეხურზე და მხოლოდ ამის შემდგომ შევძლებდით მოსწავლეთა მიღებას მაღალ კლასებში. აპრილიდან ჩავერთეთ ავტორიზაციის პროცესში... ვჩქარობდით მის გავლას, რადგან უკვე არსებობდა მინისტრის ბრძანება მესამე საფეხურის დაფუძნებასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 8 სექტემბერს კი წარმატებით დავასრულეთ ავტორიზაციის პროცესი, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრს - მათი მხარდაჭერაც გვქონდა, სკოლის ყველა პედაგოგიც თავდაუზოგავად შრომობდა მთელი ზაფხულის განმავლობაში (აღსანიშნავია, რომ შვებულების პერიოდში მოგვიწია ავტორიზაციის გავლა) და საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ.

- რამდენი მოსწავლე გყავთ?

- საბაზო სკოლა რომ ვიყავით, 35 მოსწავლე გვყავდა ახლა კი ვითარება შეიცვალა -  ის ბავშვები, რომლებმაც საბაზო საფეხური შარშან დაასრულეს, წელს დაგვიბრუნდნენ და ამ ეტაპზე 41 მოსწავლე გვეყოლება.

- მასწავლებლებიც დაიმატეთ? არის მოთხოვნა ახალ კადრზე?

- ერთი კლასი (მე-11) დაგვემატა და პედაგოგები კარგად გადავანაწილეთ. თუმცა, გეოგრაფიის მხოლოდ ერთი უფროსი მასწავლებელი დავიმატეთ. მომავალ წელს უფრო დაგვჭირდებიან ქართულის და უცხოური ენის მასწავლებლები. ვაცხადებთ თუ არა ვაკანსიას, მსურველები მაშინვე ჩნდებიან, მათ შორის ახალგაზრდა პედაგოგები. მინდა აღვნიშნო, რომ სკოლას ასევე ემსახურება ტრანსპორტი - სკოლაში სამი სოფლიდან დადიან ბავშვები.  

- თქვენი სკოლის მასწავლებლები სერტიფიცირებულები არიან?

- ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია. ისინი მუდამ ზრუნავენ თავიანთ პროფესიულ განვითარებაზე, სკოლაც ეხმარება მათ, გვერდით უდგას, ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას. მზაობა არის, რომ აიმაღლონ სტატუსი. გვყავს უფროსი მასწავლებლები და ერთი წამყვანი.

- ბავშვების აკადემიური მოსწრებით თუ ხართ კმაყოფილი?

- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია და თითოეულ კლასში 5-7 მოსწავლეა. ისინი მონდომებულები არიან და კარგად სწავლობენ... გვყავს წარჩინებული მოსწავლეებიც.

- რა არის თქვენი სკოლის მთავარი მიზანი, რომლის მიღწევასაც წლის ბოლოს აპირებთ?

- ყოველწლიურად ვადგენთ გეგმას, რომლის გათვალისწინებითაც ვმოქმედებთ. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეთა მოზიდვა, რომ სკოლის კონტინგენტი გაიზარდოს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება