| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ, პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის, ანგარიშის წარდგენისას, განმარტა, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიღების დეტალები და აღნიშნა, რომ „ეს არ იქნება კონკრეტული მასწავლებლის დაჯილდოება, ეს იქნება ძალიან ბევრი დამსახურებული მასწავლებლის მის მიერ გაწეული ღვაწლის აღიარება“.
„იქიდან გამომდინარე, რომ სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა უერთდება მასწავლებლის პროფესია სდ გვინდა დიდი კამპანია ვაწარმოოთ რათა ბევრი ახალგაზრდა შემოუერთდეს მასწავლებლის პროფესიას“, - განაცხადა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
ბერიკა შუკაკიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელშიც ჩართულია 154 კონსულტანტ-მასწავლებელი:
„გვყავს 154 კონსულტანტ-მასწავლებელი... მათ სტატუსიც მაღალი აქვთ და იღებენ 1600-ლარიან დანამატს; ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხალხია რეგიონებში; ისინი ხდებიან იქ საზოგადოების ლიდერები, ეხმარებიან განცხადების დაწერაში, ადრეულ ქორწინებას ბევრი ახალგაზრდა გადაარჩინეს... და ასეთი პროგრამების არსებობა ძალიან მნიშნველოვანია“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას