სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სააღმზრდელო პროცესი ავარიულობის გამო 13 ბაღშია შეჩერებული - კალაძე
18-09-2023
-
+


დედაქალაქში დაახლოებით, 13 პრობლემური ბაღია, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია ავარიულობის და არსებული ვითარების გამო - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, რათა პატარებმა კიდევ უფრო კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება.

„დღეს, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. მინდა მივულოცო ყველა პატარას, მშობლებს, პედაგოგებს. ჩვენთვის, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

ამ ეტაპზე, დედაქალაქში დაახლოებით, 13 პრობლემური ბაღი გვაქვს, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული გვაქვს ავარიულობის და არსებული ვითარების გამო. ბავშვები სხვადასხვა ბაღში გვყავს გადანაწილებული. ამ ბაღებსაც მოვაწესრიგებთ. მომავალ წელს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი. პარალელურად, ვიწყებთ არსებული ბაღების განახლება-რეაბილიტაციას. გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის საბავშვო ბაღებში 2023-2024 სასწავლო-სააღმზრდელო წელი დღეიდან დაიწყო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება