| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შოტლანდიაში, ინვერკლაიდის ოლქის წმინდა პატრიკის სკოლის მასწავლებლები რთული გამოწვევის წინაშე დგანან, მათ ერთმანეთისგან 17 წყვილი ტყუპის გარჩევა უწევთ.
ახალ სასწავლო წელს დაწყებით სკოლაში დიდი რაოდენობის ტყუპისცალი წავიდა.
წმინდა პატრიკის სკოლის დირექტორის მოადგილის - გრემ ბრუკსის თქმით, სასწავლო დაწესებულება ყოველ წელს ტრადიციულად ტყუპების ახალ წყვილს იღებს. მხოლოდ წელს სკოლას 6 ასეთი უმცროსკლასელი შეემატა.
ინვერკლაიდს ხშირად Twinverclyde-ს ეძახიან, რადგან ქალაქში ბევრი ტყუპი იბადება. სკოლაში წლევანდელი ტყუპების რაოდენობა ერთ-ერთ ყველაზე მასობრივია. უფრო მეტი წყვილი სკოლაში მხოლოდ 2015 წელს მიიღეს. მაშინ მათმა რაოდენობამ 19 შეადგინა. საერთო ჯამში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებებში 147 წყვილი ტყუპი სწავლობდა. 
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში რეკორდული რაოდენობის ტყუპი 2021 წელს გაჩნდა. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს, ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 1,6 მილიონი ტყუპი იბადება.
წყარო: New York Post
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება