სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

რა ღირს თბილისში ბინის დაქირავება და როგორ უნდა შეარჩიონ სტუდენტებმა „რუმმეითი“ - რჩევები
06-09-2023
-
+


სტუდენტობა ახალგაზრდებისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი და შეიძლება ითქვას, წინ გადადგმული ნაბიჯია. ამ დროს ისინი ახალ გამოცდილებას იძენენ, ცოდნას იღრმავებენ და ნაცნობთა წრეს იფართოებენ. 

დადებით მხარეებთან ერთად, სტუდენტობას თან გამოწვევებიც ახლავს. ახალი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ამასთან, ჩნდება ფინანსური ვალდებულებებიც. ამ მხრივ, უფრო რთულად საქმე იმ სტუდენტებთანაა, ვისაც დედაქალაქში მუდმივი საცხოვრებელი არ აქვთ და ბინის ქირის გადახდა უწევთ. 

etaloni.ge დაინტერესდა, თბილისის სხვადასხვა უნაბში ბინის 1 თვით დაქირავება რა ჯდება. ამისთვის ერთ-ერთ შესაბამის საიტს ვესტუმრეთ, უბანი მივუთითეთ და ძებნა დავიწყეთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საძიებო ბინის ფართობად ე.წ. ოროთახიანი მივუთითეთ. შედეგად, გამოიკვეთა საშუალდ რა ღირს ბინის ერთი თვით დაქირავება და რა ნიშნულიდან იწყება ფასები. 

ვაკე-საბურთალოში ოროთახიანი ბინის დაქირავება საშუალოდ, 600, 700 ან 1000 დოლარი დაგიჯდებათ. ყველაზე დაბალ ფასად კი 700 ლარად ღირებული ბინა მოიძებნა. 

ისანი-სამგორი - საშუალოდ, 800, 1000 ლარი, 450 დოლარი. ამ რაიონში ყველაზე დაბალი ღირებულების ოროთახიანი ბინა თვეში 500 ლარი ღირს. 

გლდანი-ნაძალადევი - საშუალოდ, 400, 450 დოლარი, 900-1000 ლარი. ყველაზე იაფი - 600 ლარი.

დიდუბე-ჩუღურეთი - 400, 500 დოლარი. ყველაზე იაფი აქაც 600-ლარიანი ბინაა. 

ხშირ შემთხვევაში, სტუდენტს ზემოთდასახელებული თანხების გადახდა გაუჭირდება. მართალია, ზოგიერთ მათგან სამსახური აქვს, თუმცა ანაზღაურება საკმარისი არ არის. ამ დროს, გამოსავალი სხვასთან ერთად ცხოვრება - ე.წ. რუმმეითის ანუ ოთახის მეზობლის პოვნაა. ამ შემთხვევაში, ხარჯებიც თანაბრად ნაწილდება და სიძნელეებთან გამკლავება მხოლოდ ერთ სტუდენტს არ უწევს. 

მართალია, „რუმმეითის“ ყოლა ძალიან კარგია, თუმცა მისი მოძებნისა და არჩევისას რიგი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ. ჩვენ წყაროდან ინფორმაცია მოვიძიეთ და გთავაზობთ, თუ როგორ შეარჩიოთ ოთახის მეზობელი. 

ცხოვრების სტილი - ძილის ჩვევები, სამუშაო განრიგი, ჰყავს თუ არა შინაურ ცხოველები, არის თუ არა მწეველი, რა გრაფიკი აქვს და ა.შ.

სისუფთავე - აუცილებელია, სისუფთავის დაცვაზე მსგავსი შეხედულებები გქონდეთ. მაგალითად, თუ თქვენ ონკანში დაგროვებულ გასარეცხ ჭურჭელს ვერ იტანთ, მას კი ამაზე პრობლემა არ აქვს, საეჭვოა ერთმანეთს გაუგოთ. 

პასუხისმგებლობები - არ მოგერიდოთ იმის თქმა, თუ რა დაევალება მას და თქვენ რა საქმეს გაინაწილებთ. ასევე, გარდა ბინის ქირისა, გადასახადების საკითხზეც უნდა შეჯერდეთ. 

სტუმრები - აუცილებელია იცოდეთ, რა სიხშირით გეყოლებათ სტუმრები. გამოცდების პერიოდში ყოველ დღე სტუმრების მიღება მიზანშეუწონელია. ასევე, ინფორმაციას უნდა ფლობდეთ, რამდენად ხმაურიანები შეიძლება იყვნენ თქვენი ოთახის მეზობლის სტუმრები. 

კონფლიქტების გადაწყვეტის უნარი - საჭიროა, რომ „რუმმეითებს“ ერთმანეთის ესმოდეთ და ზოგჯერ დათმობებზეც წავიდნენ. ასევე, კარგი იქნება, თუ კონფლიქტების მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოგვარება შეეძლებათ. 

საბოლოო ჯამში, ოთახის მეზობლის პოვნა საკმაოდ კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ სასურველ ბინაში დასახლდეთ, სტუდენტობა შეიგრძნოთ და ნაკლები ხარჯი გაიღოთ. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დირექტორებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება