სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აჭარიდან თელავამდე - გოჩა ტყეშელაშვილი ველოსიპედით საქართველოს ქალაქებს მოივლის
31-08-2023
-
+


განათლება, მომავალი თაობების განვითარებაზე ზრუნვა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია... - ესაა პრიორიტეტები, რომელიც მთავრობის ყველა სამოქმედო გეგმაშია გაწერილი, თუმცა სიტყვები სიტყვებად დარჩება, თუ ჩვენ, ჩვენივე ქვეყნის მოქალაქეებმა ღირსეული მაგალითი არ მივეცით ახალგაზრდებს.

თითოეული ჩვენგანის ვალია, ავუხსნათ მათ, რომ განათლების გარეშე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია, ხოლო ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველა მიზნის წინაპირობაა!

სწორედ ამ იდეას ემსახურება „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ერთგვარი მარათონი, რომელმაც სტარტი 31 აგვისტოს „ეტალონის“ პროექტების თანამოაზრე ქალაქიდან, ბათუმიდან აიღო და ასევე თანამოაზრე ქალაქში, თელავში დასრულდება - იგი ველოსიპედით მოივლის საქართველოს, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით და გზადაგზა არაერთ საინტერესო, შემეცნებით, ინტელექტუალურ საკითხს შეეხება. ეს იქნება გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ქალაქებს გაგაცნობთ და ახალგაზრდებიც ბევრ საინტერესო ფაქტს შეიტყობენ.

ბატონი გოჩა, „ეტალონთან“ ერთად, თითქმის ორი ათეული წელია დგას მომავალი თაობების განათლების, განვითარების სადარაჯოზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატიც ამ უმთავრეს მიზანს ემსახურება, ისევე, როგორც ინოვაციური პროექტი izrune.ge და რაღა თქმა უნდა, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შექმნილი უნიკალური წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“, რომელიც მომავალ მოსწავლეებს ამზადებს იმ საინტერესო ცხოვრებისთვის, რასაც ცოდნის ტაძარსა და წიგნიერების სამყაროში ჯადოსნური მოგზაურობა ჰქვია.

მაშ ასე, ველოსიპედით მოგზაურობა დაიწყო; რაც შეეხება განრიგს: 31 აგვისტოს გოჩა ტყეშელაშვილის მარათონმა სტარტი ბათუმიდან აიღო და 31-შივე ლანჩხუთში ჩავა, 1 სექტემბერს ზესტაფონს ესტუმრება, შემდეგ ხაშურს, გორში, ვარიანში, მოინახულებს იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს, 4 სექტემბერი თბილისის დღეა, შემდეგ კი ბატონი გოჩა გეზს აიღებს კახეთისკენ და მოგზაურობა დასრულდება თელავში.

ეს გახლავთ მაგალითი იმისა, რომ ძლიერი სახელმწიფოს ძალა განათლებულ, ჯანსაღ თაობებშია!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება