სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როდის გაიგებენ აბიტურიენტები, რომელ უმაღლესში ჩაირიცხნენ და მიიღეს თუ არა გრანტი
05-08-2023
-
+


8 აგვისტოდან აბიტურიენტებისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება; ყველა აპლიკანტი მოუთმენლად ელის საბოლოო შედეგებს და ბუნებრივია, ასეთ დროს არის რამდენიმე აქტუალური კითხვა, რომელთა პასუხებს NAEC განმარტავს:

სად და როდის გამოცხადდება ინფორმაცია აბიტურიენტის მიერ სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების შესახებ?


საგნობრივი კომისიის მიერ აბიტურიენტთა ნაშრომის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადების განხილვის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს. შედეგების გაცნობა შესაძლებელი იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge

როდის გამოქვეყნდება სწავლის გაგრძელების უფლებამოპოვებულ აბიტურიენტთა სია?

საგნობრივი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ამტკიცებს რანჟირების დოკუმენტს, რომელიც დგება კოეფიციენტების შესაბამისად.

მასში მითითებულია იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ის საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც მოიპოვა აბიტურიენტმა სწავლის გაგრძელების უფლება და ასევე ინფორმაცია სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის თაობაზე. ეს ინფორმაცია განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე და დაიგზავნება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რის შემდეგაც აბიტურიენტებმა ჩარიცხვის მიზნით უნდა მიმართონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რათა საბოლოოდ მოიპოვონ სტუდენტის სტატუსი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება