სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

სითბური დარტყმა ბავშვებში - გაიგეთ, როგორ დავიცვათ მოზარდები
30-07-2023
-
+


ზაფხულის დადგომასთან ერთად სითბური დარტყმის საფრთხე მნიშვნელოვნად მატულობს. სითბური დარტყმა სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მომატების, ანუ ჰიპერთერმიის ერთ-ერთი სახეა და მას იწვევს მაღალი სიცხის დროს გარეთ, ან მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ დროის გატარება. სითბური დარტყმა ასევე შეიძლება დაგვემართოს ტენიან და გადახურებულ დახურულ სივრცეში - ანუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტომობილში ან ოთახში.

მიუხედავად იმისა, რომ მშობელმა შეიძლება თავი ნორმალურად იგრძნოს გარკვეულ ტემპერატურაზე, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვიც იმავეს გრძნობს. პატარა ასაკში ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს სრულად ჩამოყალიბებული თერმორეგულაცია.

გაეროს ბავშვთა ფონდი გთავაზობთ რჩევებს, როგორ დავიცვათ ბავშვები სითბური დარტყმისგან:

  • ზაფხულში ახალშობილები, ჩვილები და 3 წლამდე ბავშვები  გარეთ გავიყვანოთ მხოლოდ ადრე დილით და ნაშუადღევს. არ არის მიზანშეწონილი მცირეწლოვანი ბავშვების გარეთ გაყვანა დღის ყველაზე ცხელ პერიოდში, დილის 11-დან საღამოს 5 საათამდე.
  • ბავშვს ჩავაცვათ ნატურალური მასალისგან (ბამბა, ტილო) დამზადებული, თავისუფალი სტილის ტანსაცმელი. თავზე კი კეპი ან ქუდი დავახუროთ.
  • ყოველთვის თან იქონიეთ ბოთლით წყალი, რომელიც ხშირად შესთავაზებთ ბავშვს, სულ მცირე, ერთი-ორი ყლუპი მაინც რომ დალიოს.
  • არასოდეს დატოვოთ ბავშვები მანქანაში ან სხვა ტიპის ტრანსპორტში სიცხეში - თუნდაც რამდენიმე წუთით!

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება