სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გრანდიოზული სიახლე აბიტურიენტებისთვის
10-05-2018
-
+


სიახლე, რომელსაც ყველა აბიტურენტი დიდი ხანია ელოდა, უკვე ხელმისაწვდომია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.

Izrune.ge „ეტალონის“ გამოცდილებაზე დაყრდნობით მისაღები გამოცდების წინმსწრებ სატესტო სიტემას ნერგავს.

მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეამოწმონ საკუთარი ცოდნა სპეციალურად მათთვის შექმნილი ინდივიდუალური ტესტებით, რომლის შედეგებიც მათთვის ტესტირების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი.

როგორც Izrune.ge-ს მენეჯერმა თიკი ტყეშელაშვილმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ამ მნიშვნელოვანი სიახლისთვის მთელი წელი ემზადებოდნენ. საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგის მიერ შექმნილი ტესტების გავლა კი 17 მაისს ნებისმიერ მეთორმეტეკლასელს შეეძლება:

„აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ტესტებზე მუშაობა ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში დავიწყეთ და ამ პერიოდამდე აქტიურად ვარგებდით აბიტურიენტებს და მათ საჭიროებებს. ტესტები უამრავჯერ გამოვცადეთ სპეციალურ ფოკუს ჯგუფებთან. „ეტალონის“ გამოცდილება, სანდოობა და პროფესიონალიზმი, რა თქმა უნდა, ამჯერადაც ამ ტესტებში სრულად ავსახეთ და გამოვიყენეთ. დარწმუნებული ვარ, Izrune.ge-ს ტესტები აბიტურიენტებს დაეხმარება ეროვნული გამოცდებისათვის უკეთესად მომზადებაში და საკუთარი ცოდნისა და შესაძლებლობების რეალურად შეფასებაში, ამავდროულად, გარკვეულწილად მოუხსნის კიდეც წინასაგამოცდო ღელვას, რაც ამ პროცესს ყოველთვის ახლავს თან. კარგად მახსოვს, რა ემოციებთან არის დაკავშირებული ეს პერიოდი, არა მხოლოდ თავად აბიტურიენტისთვის არამედ მთელი ოჯახისთვის და ვეცადე, საკუთარი და ჩემი ახლობლების გამოცდილება გამეთვალისწინებინა ამ პროცესში. იმედი მაქვს, რომ Izrune.ge-ს გულშემატკივრები სრულად შეძლებენ იმ დიდი ძალისხმევისა და შრომის დაფასებას, რაც მე და Izrune.ge-ს მთელმა გუნდმა ჩავდეთ ამ პროექტის შექმნაში,“ - აღნიშნა თიკი ტყეშელაშვილმა.

რეგისტრაციის გავლა უკვე შეგიძლიათ ბმულზე - Izrune.ge რეგისტრაცია. პირველი სავარჯიშო ტესტის გავლა კი 17 მაისს იქნება ხელმისაწვდომი. გაითვალისწინეთ, რომ საიტზე დარეგისტრირების მსურველ აბიტურიენტთა რაოდენობა შეზღუდულია. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაუკავშირდით Izrune.ge-ს ცხელ ხაზზე 577 68 32 32.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება