სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რა გავლენას ახდებს სასკოლო ექსკურსიები მოსწავლეებზე
15-11-2016
-
+


სასკოლო ექსკურსიები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა სკოლებში. რა მნიშვნელობა აქვს ექსკურსიებს, რომელი კლასიდან არის რეკომენდირებული, რა როლი აკისრია მშობელს და სხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, "Etaloni.ge" ახალციხის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის უფროს მასწავლებელს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელს, მაია თათეშვილს გაუსაუბრა. 



როგორც მაია თათეშვილი აღნიშნავს, ექსკურსია არაფორმალური განათლების, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს. სწორად ორგანიზებული ექსკურსია შეიძლება გავხადოთ სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საუკეთესო წყაროდ. 

1. თქვენი აზრით, რა მნიშვნელობა აქვს ექსკურსიებს სკოლის მოსწავლეებისთვის?

ექსკურსია მოსწავლეებს მხოლოდ ნასწავლის ბუნებრივ გარემოში განცდის შესაძლებლობა კი არ ეძლევათ, არამედ მნიშვნელოვან სოციალურ და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებსაც იძენენ. ექსკურსია მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების პროცესში ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისთვის. 

სასკოლო ექსკურსიებზე ბავშვები მხოლოდ კი არ სწავლობენ ერთად, არამედ ერთად ისვენებენ კიდეც. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსია წინასწარ იყოს დაგეგმილი. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება მას მაქსიმალური ეფექტი, ამ დროს იქნება იგი ზედმიწევნით საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი. ექსკურსიაზე მიღებული გამოცდილება უფრო მყარი და მტკიცეა, ვიდრე იგივეს შესახებ საუბარი/წაკითხვა ფორმალურ გარემოში. თუ ახალგაზრდა თაობას არ ვანახებთ მშობლიური ქვეყნის ღირსშესანიშნავ ადგილებს, საკუთარი ქვეყნისადმი გაუცხოებაც აქედან დაიწყება.

ექსკურსია ხომ მხოლოდ გართობასა და დასვენებას არ ემსახურება - ბავშვები უკეთ ეცნობიან სამშობლოს და მისდამი სიყვარულიც უღვივდებათ.  

2. რომელ კლასში არის მიზანშეწონილი მოსწავლეების ექსკურსიაზე წაყვანა?  

სასწავლო ექსკურსიები, როგორც ყველასთვის ცნობილია, არის სხვადასხვა სახის: შემეცნებითი, საბუნებისმეტყველო, საწარმოო, ისტორიულ-ლიტერატურული, სამხარეთმცოდნეო და ზოგადი. 

კლასიფიკაციას საფუძვლად ისიც უდევს, თუ რა დიდაქტიკური მიზნის გადაწყვეტას ემსახურება მისი ჩატარება: ახალი მასალის გაცნობას თუ უკვე შესწავლილის განმტკიცებას. ვინაიდან მასალის გაცნობა და განმტკიცება ხდება ყველა კლასში, ვფიქრობ, მოსწავლეთა ექსკურსიაზე წაყვანა ყველა ასაკში მიზანშეწონილია. 

რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში მასწავლებელი მიზნად ისახავს და წყვეტს კონკრეტულ ამოცანას, რომლის გადაჭრისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკი და ინდივიდუალური თავისებურებები. სწორედ კლასგარეშე ღონისძიებებით უკეთ ვლინდება მოსწავლის შინაგანი სამყარო. კლასში მორიდებული ან ანცი მოსწავლე სულ სხვა პიროვნებად გვევლინება და, აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია განსაკუთრებული როლი მიაკუთვნოს მათ ჩატარებას ყველა კლასში.  

3. რომელ კლასში, რა ადგილის მონახულებას ურჩევთ სკოლის მოსწავლეებს? 

რთულია პირდაპირ იმის თქმა, თუ რომელ კლასში რა ადგილების მონახულება აჯობებს, ვინაიდან თითოეული მოსწავლე და კლასი ერთმანეთისგან განსხვავდება, საჭიროებები და მოთხოვნილებები, მზაობა შესაძლებელია იყოს სხვადასხვაგვარი. თუ ექსკურსიის დაგეგმვაში მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებიც იქნებიან ჩართულნი, ეს ხელს შეუწყობს მათში დაგეგმვის უნარების განვითარებას. 

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი მეტ ყურადღებას დაუთმობს ექსკურსიის აღმზრდელობით ასპექტს და შეუხამებს მას საგანმანათლებლოს, კოლეგებთან თანამშრომლობით სწორად განსაზღვრავს ექსკურსიის მიზანს, მარშრუტს, განხორციელების დროს, აქტივობებს, საექსკურსიო მასალას კი ისე შეარჩევს და გამოიყენებს, რომ მან განავითაროს ექსკურსიის მონაწილეთა შემეცნებითი შესაძლებლობები, ურთიერთდახმარების, მზრუნველობის, ურთიერთპატივისცემის უნარ-ჩვევები; აღზარდოს მათში მაღალი მორალური ღირსებები - სამშობლოს სიყვარული, სხვა ხალხთა დაფასება.  

4. რა როლი აქვს მშობელს სასწავლო ექსკურსიის წარმართვაში?  

სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორიც არ უნდა იყოს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლებისა და აღზრდის პროცესში მოსწავლის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენს. 

ვინაიდან ექსკურსია სასწავლო პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, მის მოწყობასა და წარმართვაში მშობლების მხარდაჭერა და თანადგომა მეტად მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მშობელი ხომ სკოლის სრულფასოვანი პარტნიორია. მშობელსა და სკოლას კი ერთი საერთო მიზანი აქვს - მოსწავლის ხელშეწყობა, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. 

სასწავლო ექსკურსია სწორედ ის კლასგარეშე ღონისძიებაა, რომლის განხორციელება მშობლის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება