| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა 2023 წლის გაზაფხულის სემესტრის სტიპენდიების გაცემის მიზნით, განცხადებების მიღება დაიწყო. სტუდენტებმა, 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები.
სტუდენტთა სასტიპენდიო პროგრამა თბილისის მერიის ინიციატივით, 2015 წლიდან ხორციელდება და მაგისტრატურის საფეხურის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, თბილისში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიის გაცემას გულისხმობს.
სტიპენდიის მოპოვება შეუძლია შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტს:
• სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
• სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
• სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
• სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• სსიპ შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი;
• სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
• სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტი. სტიპენდიის მოპოვება შეუძლია სტუდენტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
• არის ქ. თბილისში რეგისტრირებული (არანაკლებ უკანასკნელი 6 თვისა);
• აქვს მაღალი აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში - არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი);
• აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
• არის სახელმწიფო, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული სიების მიხედვით, სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილე სტუდენტებმა, 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (შარტავას ქ. N7) უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• განცხადება თანხის მოთხოვნის შესახებ, სადაც მითითებული იქნება მოთხოვნა პირად ან უნივერსიტეტის ანგარიშზე ჩარიცხვის შესახებ;
• საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
• წარმატებული სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები ან უნივერსიტეტის ან/და სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები;
• თბილისის მუნიციპალიტეტში წარმატებული სტუდენტის რეგისტრაციის შესახებ ამონაწერი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (ცნობა უნდა იყოს გაცემული ბოლო სამი თვის განმავლობაში (გასცემს იუსტიციის სახლი 10 სამუშაო დღეში);
• იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში, დოკუმენტი დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.
შესაბამის დოკუმენტებს თან უნდა დაერთოს წერილი კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის სახელზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება
სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ