სიახლეები
ყველაზე პოპულარული
წიგნები

გაეცანით კვირის ბესტსელერ წიგნებს
03-05-2018
-
+


Etaloni.ge გთავაზობთ კვირის ბესტსელერი წიგნების ჩამონათვალს და თითოეული მათგანის ანოტაციას. 

ბესტსელერი წიგნების პირველ ადგილს ქართველი ავტორის თემურ ბაბლუანის ნაწარმოები -  „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ იკავებს, მეორეზეა არუნდატი როის - „წვრილმანების ღმერთი“, მესამეზე -  ჩაკ პალანიკის „ხრჩობა“ და მეოთხეზე დევიდ მიჩელის „ღრუბლების ატლასი“. 

1. „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“


ავტორი: თემურ ბაბლუანი


ანოტაცია:

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება. ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

2. „წვრილმანების ღმერთი“

ავტორი: არუნდატი როი

ანოტაცია: 


თანამედროვე ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ნახევრად ავტობიოგრაფიულ, სადებიუტო რომანში მოთხრობილია ერთი ოჯახის ტრაგიკული ისტორია, რომლის მაგალითზეც თვალწინ გვეშლება ჩვენთვის აქამდე უცნობი ინდური ყოფის ნიუანსები თავისი პოლიტიკური, კასტური თუ რელიგიური თავისებურებებით. მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში ჩვეულებრივი ადამიანური ვნებებია აღწერილი, მასში უხვად გაფანტული რეალიების გამო ის ბოლომდე ინარჩუნებს ეგზოტიკურ სურნელსა და ფერებს. „წვრილმანების ღმერთი“ დასავლურმა ლიტერატურულმა კრიტიკამ გამოცემისთანავე (1997) „ყოველმხრივ გამორჩეულ ლიტერატურულ შედევრად“ აღიარა და მას ინგლისურენოვანი ლიტერატურის ყველაზე პრესტიჟული პრემია "ბუკერი" მიანიჭა. მწერლის სამშობლოში „წვრილმანების ღმერთს“, რომელშიც იუმორით, მაგრამ კრიტიკულადაა წარმოჩენილი ინდოეთი და ტაბუდადებული საკითხები შეუნიღბავადაა აღწერილი, აგრესიულად შეხვდნენ. მიუხედავად ამისა, არუნდატი როი არ კარგავს თავის გავლენას. იგი კვლავაც აქტიურად მონაწილეობს ინდოეთის სოციალურსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში, არის აღიარებული პუბლიცისტი.

3. „ხრჩობა“

ავტორი: ჩაკ პალანიკი

ანოტაცია:


თუ დახრჩობის გეშინიათ, სულ ტყუილად – არავინ გემუქრებათ. თუ დახრჩობისგან ადამიანის გადარჩენა, ან, ზოგადად, რაიმე ფილანთროპული საქციელის ჩადენა გსურთ, ეს წიგნი ნამდვილად თქვენთვისაა: მთავარი პერსონაჟი, სექსოჰოლიკი ვიქტორ მანჩინი სიამოვნებით მოგცემთ ამის საშუალებას – ხრჩობის იმიტირებით სხვისი გადარჩენის ინსტინქტს გაგიღვიძებთ, თქვენ კი მთელი ცხოვრება ვალდებულად იგრძნობთ თავს, ლუკმაპურის გარეშე არ დაგრჩეთ თქვენ მიერ სიცოცხლეჩუქებული... რატომ იქცევა მანჩინი ასე? „ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მინდა ადამიანებს თავგადასავალი დავუბრუნო, მინდა გმირები შევქმნა, ადამიანები გამოცდის წინაშე დავაყენო... ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ფული მჭირდება“... და მაინც, მანჩინის ქცევის უმთავრესი მოტივია: „თუ გინდა ადამიანი გადაარჩინო, მიეცი საშუალება, გადაგარჩინოს“. თუ გსურთ, გაარკვიოთ, რამდენად გულწრფელია პერსონაჟი ან რისი თქმა უნდა უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალს, ჩაკ პალანიკს ამ ავტობიოგრაფიული მოტივებითა და პროვოკაციული ელემენტებით სავსე ბესტსელერით, წაიკითხეთ „ხრჩობა“ და მიიღეთ პასუხები თქვენ თუ ავტორის მიერ დასმულ არაერთ შეკითხვაზე.

4. „ღრუბლების ატლასი“

ავტორი: დევიდ მიჩელი

ანოტაცია:


ამერიკელი ნოტარიუსი, რომელიც ჩატემის კუნძულებიდან სან-ფრანცისკოში მიემგზავრება; მემკვიდრეობაჩამორთმეული ბისექსუალი კომპოზიტორი; რეპორტიორი, რომელიც სიმართლის დასადგენად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს; ხელმოცარული გამომცემელი; დღევანდელი კორეის ტერიტორიაზე აღმოცენებულ ტოტალიტარულ ნეა-სო-კოპროსში შექმნილი კლონი-ფაბრიკანტი და შორეულ მომავალში მცხოვრები მოხუცი – ერთმანეთზე გადაჯაჭვული ექვსი სიცოცხლე და ერთი გასაოცარი ამბავი, რომელიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ვითარდება მე-19 საუკუნიდან პოსტაპოკალიფსურ მომავლამდე. წიგნის ავტორი დროის, ჟანრისა და ენის საზღვრებს შლის და დამატყვევებლად მოგვითხრობს, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს კაცობრიობის სწრაფვამ ძალაუფლებისადმი. ბრიტანელი მწერლის, დევიდ მიჩელის რომანი „ღრუბლების ატლასი“ ბუკერის (2004), ნებულას (2005) და ართურ კლარკის (2005) პრემიების ნომინანტია. ნაწარმოების მიხედვით 2012 წელს ვაჩოვსკებმა და ტომ ტიკვერმა ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გახმაურებული ფილმი გადაიღეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება