| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სამინისტრომ დაამუშავა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლესი თანამედროვე სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება. 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს სრულყოფილ მკურნალობას, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ ბავშვთა ონკოლოგიური სერვისების ხარისხიანი მართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილი, ქვეყანაში სერვისების არასრული სპექტრის არსებობის გამო, სამკურნალოდ საზღვარგარეთის კლინიკებს მიმართავს.
აზარაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს სამედიცინო სერვისები, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამიდან და სოლიდარობის ფონდიდან, წლიური ლიმიტების ფარგლებში უნაზღაურდება, საზღვარგარეთ სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, ჯიბიდან გადახდის წილი აღემატება დაფინანსების ლიმიტებს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად აწვება ოჯახებს.
მინისტრის თქმით, სწორედ ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, დასკვნით ეტაპზეა მსოფლიოს წამყვანი კლინიკების შერჩევა, რომლებმაც გამოთქვეს თანხმობა თანამშრომლობაზე.
„ამ ეტაპის დასრულებისთანავე მოხდება თანამშრომლობის გაფორმება აღნიშნულ სამედიცინო ცენტრებთან და შესაძლებელი გახდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების გაგზავნა უცხოეთში სასიცოცხლო მნიშვნელობის მაღალხარისხიანი სამედიცინო სერვისის მისაღებად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას