სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ესაა კრახი განათლების სისტემის - აი, სად მივედით, 20 -25 წელში მინისტრის და სამინისტროს უუნარობის გამო“!
10-05-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, პროფესიული უნარების სააგენტოს ანგარიშის მოსამენისას, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მთავარია სამინისტრო იყოს ორიენტირებული განათლებაში პროფესიული კომპონენტის განვითარებაზე, რადგან „განათლების სისტემის კრახია, როდესაც 6 ადამიანიდან, მხოლოდ 1 მუშაობს ქვეყანაში პროფესიით“:

„ბატონი გიორგი (ამილახვარი) ძალიან მძიმე გარემოში მივავლინეთ - ერთია, უნარების სააგენტოს პოზიტიური მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც სწავლობს და ამ ნასწავლი ადამიანების რა ნაწილი მოღვაწეობს პროფესიით, სხვა! 6 კაცში პროფესიით მხოლოდ ერთი მუშაობს.

ესაა კრახი განათლების სისტემის - ბოლო ადგილზე ვართ, მგონი, მხოლოდ პალესტინას ვასწრებთ და აქამდე მიგვიყვანა განათლების მინისტრების 20-წლიანმა კოჰორტამ;

სულ გვესმის, როგორ მივლინებებში დადიან, ხელი ვის ჩამოართვეს და აი, სად მივედით, 20 -25 წელში მინისტრის და სამინისტროს უუნარობის გამო! ეს არ არის პოლიტიკური განცხადება და გიორგის (ამილახვარს) არ ეხება“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება