სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„ჩვენი მოსწავლეები არასდროს მომზადებულად კერძო რეპეტიტორებთან“ - ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ქათამაძე
06-04-2023
-
+


„პედაგოგობით ბავშვობის ოცნება ავისრულე“, - გვეუბნება, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგი ეთერ ქათამაძე, რომელსაც სკოლაში მუშაობის 39 წლიანი გამოცდილება აქვს, მოსწავლეებთან ახლო მეგობრობასაც ახერხებს და თითოეული მათგანის საჭიროებებიც ზუსტად იცის: 

- მშობლიურ სკოლაში მუშაობა 1984 წლიდან დაწყებითი კლასების პედაგოგად დავიწყე და დღემდე ვაგრძელებ, როგორც პედაგოგიურ მოღვაწეობას, ისე დირექტორის პოზიციაზე მუშაობას.  

პედაგოგობა პატარაობიდანვე ჩემი ოცნება იყო და მიხარია, რომ ავიხდინე. ყველას არ უმართლებს ისე, რომ იმ სფეროში იმუშაოს, რომელზეც ბავშვობაში ოცნებობდა. ვფიქრობ, ჩემი სურვილი იმ მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც მაშინ მასწავლიდნენ, ისინი ჩემთვის პედაგოგობის ეტალონები იყვნენ.

მასწავლებლობიდან დირექტორად გახდომამდე საკმაოდ დიდი დრო გავიდა. გასაუბრება ჯერ აჭარის ა/რ განათლების სამინისტროში გავიარე, შემდგომ განათლების მაშინდელმა მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა მე და კიდევ რამდენიმე ჩემი კოლეგა მიგვიწვია თბილისში და ამის შემდგომ დავინიშნე დირექტორად.

- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დირექტორი გახდით და როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია, სკოლის ხელმძღვანელს ჰქონდეს პედაგოგიური გამოცდილება? 

- ნამდვილად აუცილებელია, რომ სკოლის დირექტორს, არა მარტო პედაგოგიური გამოცდილება ჰქონდეს, არამედ შეინარჩუნოს მასწავლებლის სტატუსი და სკოლის ხელმძღვანელობის პარალელურად განაგრძოს მოსწავლეებისთვის სწავლება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყოველთვის იცოდეს, რა საჭიროებების წინაშე დგებიან მისი პედაგოგები და მოსწავლეები.

- ქალბატონო ეთერ, მაღალმთიანი სოფლის სკოლას ხელმძღვანელობთ, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ დაბისა და ქალაქის სკოლებისგან განსხვავებული საჭიროებებისა თუ სირთულეების წინაშე დგებით... 

- დიახ, და განსხვავება, ალბათ ზამთარში განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება. ზოგჯერ კვირა ისე გასულა, ინტერნეტი საერთოდ არ გვქონია. ხშირად ითიშება ელექტროენერგიაც, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, გარემო პირობები მკაცრია და რთულია ბუნების წინააღმდეგ წასვლა. რაც შეეხება გათბობას, შეშით ვთბებით, სხვა ტიპის გათბობის სისტემის წარმოდგენა რთულიც არის, ვინაიდან როგორც გითხარით, ელექტროენერგია ხშირად ითიშება და ბუნებრივი აირის მოწოდებაც არ არის ასეთი მარტივი ამბავი. გათბობა ყველაზე ნაკლები პრობლემაა, საკლასო ოთახებიც და სკოლაც სწავლის დაწყებამდე თბება და ამ მხრივ არც პედაგოგებს და არც მოსწავლეებს დისკომფორტი არ აქვთ. ვისურვებდი, უფრო კარგი და გარემონტებული სკოლა გვქონდეს. თუმცა, ყოველწლიურად ვცდილობთ, არსებული პრობლემები ნელ-ნელა გადავჭრათ. ერთ წელს კარ-ფანჯარა განვაახლეთ, შემდეგ იატაკი გამოვცალეთ, სახურავის ნაწილი შევცვალეთ, ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ, ყველაფრის გამოსწორებას.

- ინფრასტრუქტურის გარდა, მცირეკონტინგენტიან სკოლებში, მოსწავლეებსა და  მასწავლებლებსაც ალბათ განსაკუთრებული და ახლო ურთიერთობა აქვთ. როგორც ვიცით, სკოლაში ამჟამად სულ 10 მოსწავლე გყავთ...

- ნამდვილად განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. სიმართლე გითხრათ, დიდკონტინგენტიან სკოლაში არასდროს მიმუშავია და არც იმის გამოცდილება მაქვს, როგორია გაკვეთილის ჩატარება კლასში, სადაც 30 მოსწავლე ზის, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან განსხვავებულია. სკოლაში, სადაც სულ 10 ბავშვი სწავლობს ზუსტად იცი თითოეული მათგანის ხასიათი, უნარი და შესაძლებლობა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები არასდროს მომზადებულან კერძო რეპეტიტორებთან, ვინაიდან იმდენად ინდივიდუალურად მიდის მათთან მუშაობა, რომ ცალკე კიდევ პედაგოგთან სიარულის საჭიროება პრაქტიკულად არ დგას. მოსწავლეები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადიან, მანამდე სკოლაში საკმარის ცოდნას იღებენ იმისთვის, რომ გამოცდაზე კარგი შედეგი ისე მიიღონ და კერძოდ მომზადება აღარ დასჭირდეთ. პრაქტიკულად სკოლაშივე ხდება გაკვეთილების მომზადებაც.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ, კადრებთან დაკავშირებით... მაღალმთიან რეგიონებში არაერთი სკოლა განიცდის კადრების დეფიციტს, თქვენთან რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი, პროფესიონალი პედაგოგები მყავს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ მოსწავლეების განათლებაზე, ცნობიერების ამაღლებაზე მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაზე. თუმცა კადრების დეფიციტი ნამდვილად გვაქვს.

მათემატიკისა და ინგლისურის გაკვეთილები მოსწავლეებს ონლაინ უტარდებათ. მართალია, ძალიან კარგი პროფესიონალი პედაგოგები არიან, თუმცა დისკომფორტი ამ მხრივ არსებობს, მით უმეტეს, ხშირია ელექტროენერგიის გათიშვა, რის გამოც გაკვეთილები ცდება და ანაზღაურება შემდეგ ხდება.

ამ ყველაფრის მიუხედავად მინდა სიამაყით გითხრათ, რომ ამ საგნებში სწავლების დონე მაინც მაღალია. თუმცა, რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ადგილზევე გვყავდეს ყველა საგნის პედაგოგი.


კომენტარები


ეტალონი
ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს სკოლების დირექტორები ესაუბრნენ
იხილეთ მუნიციპალიტეტების მეორე ეტაპის მონაწილეთა სია
სიახლეები
საერთაშორისო ორგანიზაციებში სტაჟირება, პერსონალური ბლოგი და პროექტები - უნიკალური გამოცდილება და საკუთარი თავისა და უნარების გამოვლენის საოცარი შანსი - ეს არის, ის რასაც KIU სტუდენტებს სთავაზობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს
ეროვნულების ტესტების შინაარსზე აბიტურიენტებს ინფორმაციას მიაწვდიან
„ყურადღებით დაადასტურეთ ჟურნალი“ - 2-დღიანი ვადა და დეტალური ინსტრუქცია პედაგოგებისთვის
12 წლის ბავშვებმა სასმელების მაღაზია გაქურდეს - დეტალები 
პიროვნება
„სიახლეების მიმღებლობა მაშინ აქვთ, როდესაც უხსნი, რამდენად კარგია ესა თუ ის სიახლე, რას მოუტანს ზოგადად სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას“
არასოდეს მიფიქრია სხვადასხვა პროფესიაზე, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მასწავლებელი უნდა გამოვსულიყავი
სკოლები
ზემოსურების საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში მონაწილეობდნენ
მოსწავლე-მასწავლებლებმა ასევე მნიშვნელოვანი თარიღებიც არ დატოვეს ყურადღების მიღმა
დღე კი ფიზიკური აღზრდის პედაგოგის მარიკა გოგუაძის ხელმძღვანელობით ჩატარებული მხიარული სტარტებით დასრულდა
ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა
საინტერესო
როგორ უნდა აღიდგინონ მასწავლებლებმა ენერგია 5 წუთში - მარტივი გზები
ზოგიერთი მოსწავლე უფრო ხმაურიანი, აქტიური და ენამოსწრებულია, ზოგიერთი კი შედარებით წყნარი, სიჩუმის მოყვარული და ზოგჯერ, საკუთარ თავში ჩაკეტილია
შიში პედაგოგების თავდაჯერებულობაზე პირდაპირ აისახება, ისინი, შეიძლება ითქვას, რომ დამფრთხლები არიან და ყოველ გადაწყვეტლებას ეჭვქვეშ აყენებენ
სინამდვილეში იმისთვის, რომ სკოლის დამთავრება დასამახსოვრებელი იყოს, სულაც არ არის საჭირო მაინცდამაინც გამოსაშვებ საღამოზე მიხვიდეთ
სოციალური კავშირების ნაკლებობა მოსწავლეებს ბულინგის საშიშიროების წინაშე აყენებს
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება