სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

სააღდგომოდ სასაჩუქრე ნობათები დარიგდება - ვის ეხება გადაწყვეტილება
16-03-2023
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დღესასწაულებზე სასაჩუქრე ნობათების გადაცემა მოსახლეობის გარკვეული კატეგორიისთვის. მათ შორის ცნობილია, რომ სააღდგომოდ ნობათს მარტოხელა პენსიონერები მიიღებენ, 3 მარტს კი ნობათი მარტოხელა დედებს გადაეცათ.

რომელ დღესასწაულზე ვისთვისაა განკუთვნილი სასაჩუქრე ნობათი, გარდაბნის ბიუჯეტში, დეტალური განრიგია გაწერილი. კერძოდ:

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე - სოციალურად დაუცველ მარტოხელა პენსიონერებს, 9 მაისს - დიდი სამამულო ომის ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს, 26 მაისს (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) - ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს, 1-ელ ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე) კი: ა) შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს (ეტლს მიჯაჭვული, ცერებრალური დამბლა, დაუნის სინდრომი); ბ) სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს; გ) ა(ა)იპ „თერაპიული ცენტრი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“ ცენტრის ბენეფიციარებს; დ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვიან ოჯახებს; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება