TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

5 ვებ-გვერდი, რომელიც მასწავლებლებს მუშაობისას დაეხმარება
25-03-2023
-
+


თანამედროვე ტექნოლოგიებმა, ვებ-გვერდებმა და ინტერნეტმა სასკოლო ცხოვრებაში ფეხი საფუძვლიანად მოიკიდა. იშვიათად თუ მოიძებნება პედაგოგი, რომელიც ონლაინ რესურსებს, ფაქტობროვად, ყოველ დღე არ იყენებს.

მოთხოვნამ კი მასწავლებელთა ბევრი დამხმარე გვერდი გააჩინა. მათი საშუალებით, საგაკვეთილო პროცესი ბევრად საინტერესო ხდება, მოსწავლეები აქტიურდებიან და დავალებების შესრულება არ ეზარებათ. რაც მთავარია, მათ საკუთარი ცოდნის შემოწმების შესაძლებლობა აქვთ, რაც კიდევ უფრო ხიბლავთ. 

გარდა ამისა, არის გვერდები, რომლებიც მასწავლებლებს სხვადასხვა რამის მოგვარებაში - საქმის დახარისხებაში, სხვადასხვა ფორმისა თუ ტესტის შედგენაში ეხმარება. 

როდესაც ისეთ პლატფორმებზე ვსაუბრობთ, რომელთა გამოყენებაც სასწავლო პროცესში ძალიან სასარგებლო და ეფექტურია, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ქართული ინოვაციური პროექტითა და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმით - izrune.ge. 
ის მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე საქართველოს სკოლების ბევრი მოსწავლეა დარეგისტრირებული, რომლებიც მამოტივირებელ ტესტებს დიდი მონდომებით ასრულებენ. 


padlet  არის სივრცე, რომელსაც მასწავლებლები და მოსწავლეები ხშირად იყენებენ. მისი საშუალებით, ცოდნის გაზიარებაა შესაძლებელი. იქ განთავსებულია ვიდეოები, ფოტოები, შესაბამისი ინფორმაცია. გარდა ამისა, სასურველი რესურსის შექმნაც შესაძლებელია. შეგიძლიათ, აირჩიოთ, „პადლეტზე“ განთავსებულ ინფორმაცია ვინ ნახავს - რომელიმე ვიწრო ჯგუფი თუ ყველა მსურველი. გვერდი მოსწავლეებისა და პედაგოგების საჭიროებებს ერგება.




Quizizz სასწავლო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ინსტრუმენტს გთავაზობთ, რათა საკლასო ცხოვრება კიდევ უფრო აქტიური, ინტერაქციული და მოსწავლეებისთვის მიმზიდველი გახადოთ. მასწავლებელს შეუძლია შეადგინოს გაკვეთილები, დავალებები და სასწავლო პროცესში გამოიყენოს.




Jotform ეს ვებ-გვერდი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სხვადასხვა ოფიციალური ფორმა, მაგალითად განცხადების ფორმა სჭირდება. მოცემული შაბლონები, რომელთა გამოყენებითაც, მასწავლებელს სასურველი საქმიანობის შესრულება შეუძლია. 



EDpuzzle-ის საშუალებით, შეგიძლიათ საკუთარი პროექტი შექმნათ ან იქ განთავსებული ინფორმაცია და ონლაინ რესურსები გამოიყენოთ. გარდა ამისა, რაც ძალიან კარგია, მასწავლებელს შეუძია თვალი ადევნოს, თუ რამდენი ადამიანი უყურებს მის შექმნილ ვიდეოს. დაკვირვების შედეგად კი გაიგებთ, რით ინტერესდებიან მოსწავლეები და დავალებებს ამის მიხედვით შეიმუშავებთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება