სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გამოსაშვები საღამოს რამდენიმე ალტერნატივა, რაც შეიძლება დაუვიწყარ მოგონებად გექცეთ 
09-05-2023
-
+


სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და გამოსაშვები საღამოების დრო მოდის. ზოგიერთი მოსწავლისთვის ამ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ისინი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 

მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან, სამოსიდან დაწყებული, აქსესუარებით დამთავრებული, ყველაფერს არჩევენ. ყველა დეტალს უდიდესი სიზუსტით გეგმავენ. თუმცა, პარალელურად, არიან ისეთებიც, ვისაც გამოსაშვები საღამოს იდეა დიდად არ ხიბლავთ, წასვლა არ უნდათ და ალტერნატივას ეძებენ. 

სინამდვილეში იმისთვის, რომ სკოლის დამთავრება დასამახსოვრებელი იყოს, სულაც არ არის საჭირო მაინცდამაინც გამოსაშვებ საღამოზე მიხვიდეთ. არსებობს ალტერნატივები, თქვენ შეგიძლიათ ძალიან კარგად გაერთოთ. 

მეგობრებთან ერთად დასასვენებლად წასვლა

იმ კლასლებთან ერთად, ვისთანაც ახლო ურთიერთობა გაქვთ, შეგიძლიათ რამდენიმე დღით დასასვენებლად წახვიდეთ და დაუვიწყარი თავგადასავალი მოიწყოთ. წარმოიდგინეთ, ზაფხულის მწველი მზე, ზღვა, ნაყინი, რუჯი, გრილი საღამოები, ამაღლებული განწყობა და მეგობრები.

გამართეთ წვეულება

ეს წვეულება გამოსაშვები საღამოსგან განსხვავებული იქნება, რადგან მხოლოდ იმ ადამიანებს მიიწვევთ, ვისთანაც დროის გატარება გსურთ. გარდა ამისა, წვეულება მთლინად თქვენი გემოვნებით იქნება დაგეგმილი, არ მოგიწევთ, რომ ე.წ. დრესკოდი დაიცვათ და არასასურველ გარემოში იყოთ.

ატრაქციონებზე წადით

რამ შეიძლება გახადოს ადამიანები უფრო დასამახსოვრებელი ჩვენს ცხოვრებაში, ვიდრე მათთან ერთად გატარებულმა „გიჟურმა დღეებმა“. სწორედ ასეთივე მხიარული შეიძლება იყოს სკოლის დამთავრების აღსანიშნავად ატრაქციონებზე წასვლა. მომატებული ადრენალინი, სიცილი, სილაღე და ზაფხულის მომნუსხველი სურნელი.

ფილმის ყურება

ფილმი ააარჩიეთ და კინოში წადით. შეგიძლიათ კინოს საღამო სახლშიც მოაწყოთ, პოპკორნი მოიმარაგეთ და სასურველი ფილმი პროექტორის საშუალებით ჩართეთ.

ლაშქრობა

ეს არის იმ დაუვიწყარ ემოციათაგან ერთ-ერთი, რაც შეგიძლიათ საკუთარ თავს აჩუქოთ. წარმოიდგინეთ, ზუგჩანთებით რამდენიმე დღე გარესამყაროსგან მოწყდებით, ღამეს კარავში გაათევთ, კოცონს დაანთებთ, უმარავ სამახსოვრო ვიდეოსა და ფოტოს გადაიღებთ. ლაშქრობა სკოლის დასრულების აღსანიშნად ძალიან კარგი იდეაა.

ჩანს, რომ დროის სასიამოვნოდ გასატარებლად გამოსაშვებ საღამოზე მისვლა აუცილებელი სულაც არ არის. ამიტომაც, ფანტაზიას მოუხმეთ და სკოლის დამთავრება თქვენებურად აღნიშნეთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება