სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სხვა სიახლეები

დირექტორს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - ყალბი დოკუმენტის დამზადებისთვის ავტოსკოლის ხელმძღვანელმა თანხა აიღო
20-02-2023
-
+


სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა გორის ერთ-ერთი ავტოსკოლის დირექტორს იმისათვის, რომ მან ყალბი დოკუმენტი დაამზადებინა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ყალბი დოკუმენტი წარმოადგენდა „დე“ კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატს.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, ბრალდებულია პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა ქ. ხაშურში, თუმცა ფულის გადაცემა გორში მოხდა.

„ინდმეწარმე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ქ.ხ–ში, ავტოსკოლა „ლ–ში“, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე ამზადებს მოქალაქეებს მართვის მოწმობის გამოცდებისთვის და გასცემს სერტიფიკატებს. იგი შეუთანხმდა კიდევ ერთ პირს, რომ მსურველების არსებობის შემთხვევაში გასცემდა ყალბ სერტიფიკატს მოქალაქის მომზადების გარეშე, რომ თითქოს, მან მის ავტოსკოლაში გაიარა სწავლების კურსი“, - აღნიშნულია პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის ბრალდებაში.

როგორც ირკვევა, პოლიციამ ავტოსკოლაში პოლიციის თანამშრომელი მიგზავნა D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატის მისაღებად. პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით:

,,დანაშაულებრივ ჯგუფში ოპერატიულად ჩართულ ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდებულმა მოსთხოვა 50 ლარი იმისათვის, რომ დაემზადებინა D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო სერტიფიკატი, ოღონდ სავალდებულო 2-კვირიანი სასწავლო კურსის გავლის გარეშე“,- აღნიშნა პროკურორმა.

სასამართლომ ავტოსკოლის დირექტორსა და ყალბი დოკუმენტის დამამზადებელს 2-წლიანი პატიმრობის გარდა, 3000 ლარის ოდენობის ჯარიმაც დააკისრა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება