სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თანხების დაბრუნებაზე NAEC ინფორმაციას ავრცელებს
06-02-2023
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს: უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად დაუბრუნდებათ თუ:
 
  • პირი  რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა გამოცდაზე; 
  • გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში წერილობით მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება; 
  • არ გამოცხადდა გამოცდაზე.
გამოცდის შედეგები ცნობილია - აპელაციის ვადა და სხვა დეტალები
 
თანხის დაბრუნების თაობაზე სტუდენტებმა უნდა მომართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით 2 მარტის 18:00 საათამდე.
 
განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს:
ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები (ბანკის კოდი, 22 სიმბოლოსგან შემდგარი ანგარიშის ნომერი და ანგარიშის მფლობელის გვარი და სახელი);
აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი.      
 
 
განცხადება უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში  (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. 
 
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება