სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლის ახალი პროექტი - საკვირაო სკოლა მოსწავლეებისთვის 
25-01-2023
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრისა და გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით დაიწყო ახალი პროექტი "საკვირაო სკოლა ეთნიკური უმცირესობების სკოლების მოსწავლეებისათვის.“

ახალი პროექტი ფონდსა და ცენტრს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მიზნად ისახავს არაქართულენოვანი სტუდენტების დასაქმებას საკვირაო სკოლაში, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერებას და საკვირაო სკოლის მოსწავლეებში კულტურულ-შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში შედგა პირველი საინფორმაციო შეხვედრა, პროექტში ჩართულ სტუდენტებთან, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა პროექტის მონაწილეების ინფორმირებას დაგეგმილ აქტივობებთან და პროექტის შინაარსთან დაკავშირებით.

პირველ ეტაპზე სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებში ჩაერთვება ეთნიკური უმცირესობების 12 სხვადასხვა სკოლის მოსწავლე და იმავე თემის 12 სტუდენტი. სტუდენტები სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებიან უკეთ დაეუფლონ ქართულ ენასა და ლიტერატურას. პროექტი ხელს შეუწყობს საკვირაო სკოლაში დასაქმებული სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება