| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლამდელი დაწესებულებების შესახებ, განათლების მინისტრმა პარლამენტში ისაუბრა და განცხადა, რომ გარდა ავტორიზაციის ფარგლებში ელექტრონული რეგისტრაციისა, მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაზეც:
„განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს უმთავრეს ამოცანას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი განათლება წარმოადგენს; მნიშვნელოვანია ყველა ბავშვს ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა სკოლამდელ განათლებაზე.
სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ რეფორმის განხორციელება დაიწყო, რაც ავტორიზაციასა და ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმის დანერგვას ითვალისწინებს.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობით, 2029 წლის ბოლომდე ქვეყანაში არსებული ყველა ბაღის ავტორიზაციას უზრუნველყოფს, უკვე ვავითარებთ ამ პროცესის მხარდამჭერ სერვისებს. 31 დეკემბრამდე დასრულდება საჯარო და კერძო სკოლამდელი დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია და ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაზე; ბაღები გაივლიან დიაგნოსტიკურ თვითშეფასებას და ამაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები“.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას