სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ინტერვიუ

რესურსცენტრების ხელმძღვანელები პოლონეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ - ინტერვიუ წალენჯიხის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ლირა ღურწკაიასთან
04-11-2016
-
+


საქართველოდან პოლონეთში ერთკვირიანი ვიზიტით რესურსცენტრებიდან 14 კაციანი ჯგუფი იმყოფებოდა. მათ შორის წალენჯიხის რესურცენტრის წამომადგენელი - ლირა ღურწკაია. კონკრეტულად სამეგრელოდან, ასევე იყვნენ გამგეობის წარმომადგენლები და ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსი.

ვიზიტთან დაკავშირებით ''Etaloni.ge'' წალენჯიხის რესურცენტრის ხელმძღვანელს - ლირა ღურწკაიას გაესაუბრა. 

რას ითვალისწინებდა, ქალბატონო ლირა, აღნიშნული პროგრამა?

პროგრამა ითვალიწინებდა საქართველოში განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხარდაჭერას. ეს იყო სასწავლო პროგრამა. სკოლამდელი განათლების ორგანიზაცია პოლონეთში - მიღწევები და გამოწვევები.

სულ რამდენ ქალაქში იყავით და რა ტიპის შეხვედრები გქონდათ?

ვიყავით ორ ქალაქში: ვარშავაში და ლომჟაში, სადაც გვქონდა ინტეგრაციულ-ინფორმაციული შეხვედრები და პროგრამის პრეზენტაცია. მონაწილეებმა მოლოდინები გავუზიარეთ ერთმანეთს.

როგორი შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?

არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი. იმდენად პოზიტიურად დატვირთულები ჩამოვედით. გავეცანით განათლების პოლიტიკას სკოლამდელ განათლებაში. სკოლამდელი კლასები, ალტერნატიული ჯგუფები, სკოლამდელი განათლება, ასევე გავეცანით სკოლების და ბაღების სივრცეს. საგანმანათლებლო კანონებსა და დებულებებს, ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

ბოლოს გვქონდა შემაჯამებელი შეხვედრა და ამ ვიზიტის განხილვა. თითოეულ მონაწილეს გადმოგვეცა სერფიფიკატები. ახლა ვცდილობთ იქაური მოდელის ჩვენთან გადმოტანას და დანერგვას.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ პროგრამის ორგანიზატორებს მადლობა ვუთხრა. როგორც პოლონეთის, ისე საქართველოს მხარეს.

დიდი სურვილი მაქვს ასეთი ვიზიტები კიდევ განმეორდეს და უფრო დიდი დროით. მინდა, რომ ასეთ პროგრამებში ჩაერთონ სკოლამდელი და სკოლის მასწავლებლებიც. ეს ძალიან კარგი იქნება.


იხილეთ ფოტოები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება