სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებს მოსწავლის პორტფოლიოს კეთება უნდა დავაწყებინოთ - უნდა შეიცვალოს ერთიანი ეროვნული გამოცდები“
29-11-2022
-
+


პროექტებით სწავლება ახალი სასწავლო წლიდან შეეხოთ სკოლებს და მოიცვა სამოქალაქო განათლების, მუსიკისა და ხელოვნების გაკვეთილები.

ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ჩიქობავამ განმარტა, რომ მიმდინარე სასწავლო წელს, პროექტებით სწავლება არ შეფასდება, თუმცა უკვე განსაზღვრულია, რომ სემესტრში ერთი პროექტი უნდა შექმნან მოსწავლეებმა. რაც შეეხება შეფასებას, ჩიქობავამ განმარტა, რომ „განმავითარებელი შეფასება აუცილებელია, შეიძლება სამომავლოდ ჩათვლა იყოს, მაგრამ ჩვენ ცოტა სხვა იდეა გვაქვს:

უნდა შეიცვალოს ერთიანი ეროვნული გამოცდები - გვინდა, გაიზარდოს სკოლის როლი და უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად შევიდეს მოსწავლის ერთგვარი პორტფოლიო, მისი სოციალური აქტივობა.

მე არ ვამბობ, რომ ეს უნდა იყოს გადამწყვეტი, მაგრამ 5-10 პროცენტიანი წილი, სასურველია, ჰქონდეს; მოსწავლის პორტფოლიოს კეთება უნდა დავაწყებინოთ მასწავლებლებს“;

კითხვაზე, თუ როდიდან შეიძლება დაინერგოს ეს სიახლეები, მარიამ ჩიქობავა ვადად, დაახლოებით, სამ წელს ასახელებს:

„სამ წელიწადში, წესით, გამოცდების ახალი სისტემა უნდა დაიდოს და იქ უკვე გვინდა, რომ მოსწავლის პორტფოლიოს რაღაც წილი ჰქონდეს“.

იქნება თუ არა პორტფოლიო  გარკვეული ბენეფიტი სკოლის კურსდამთავრებულებისთვის? - ჩიქობავა აცხადებს, რომ სურთ უნივერსიტეტებთან წარიმართოს მოლაპარაკება ამ მიმართულებით და მომავალმა სტუდენტებმა ახსნან საკუთარი აქტივობები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება